| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლიბერთის მენეჯმენტისთვის სახელმწიფო კონტრაქტში დარჩენა საინტერესო არ არის, - ლიბერთი ბანკის CEO-მ განაცხადა, რომ ბანკი, დარჩება თუ არა არსებული, ან ხელახლა გამოცხადებული კონტრაქტის მხარე, მაინც იზრუნებს საპენსიო სესხის ვადის გახანგრძლივებაზე. პროდუქტის დიზაინის ცვლილებაზე, ინფორმაცია ვასილ ხოდელმა პარასკევის ბიზნესფორმულაზე დაადასტურა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ლიბერთი სახელმწიფოს უფასოდ ემსახურება. სოციალური მმართულების სერვისზე საფასურს არც სახელმწიფოსაგნ იღებს და არც მომხარებლისგან. ვასილ ხოდელს არ დაუკონკრეტებია პანსიონრებზე შეღავათი, საპენსიო ასაკამდე არმიღწეულ კლიენტის ხარჯზე კეთდება თუ ბანკის იკლებს მისაღები მოგებიდან.
ხოდელმა აღნიშნა, რომ ახალ მენეჯმენტს, რომელშიც ამ დროისთვის 3 დირექტორი რჩება (დირექტორატში 2020-ის აპრილში მისული დავით წიკლაურის, საპენსიო სააგენტოდან, აღარ არის. სამეთვალყურეო საბჭოში რჩება BOG -ის ექსCEO და სებ-ის ექსვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია) 2011 წლის კონტრაქტი დახვდა. საჭიროა ახალ კონტრაქტში ყველა პუნქტის დეტალურად გაწერა, რომ ყველა მხარის ინტერესები იყო დაცული და დაბალანსებული.
ტენდერის გამოცხადებამდე კი ლიბერთი საპენსიო სესხის 4 წლიან ვადას გაზრდის. 30.65% წლიური განაკვეთის კორექტრება ხოდელს არ დაუზუტებია. არსებული სასესხო პირობებით, 74 წლამდე პენსიონერს დამატებითი შემოსავლის შემთხვევაში 10 000 ლარზე მიუწვდება ხელი, და >74 წლისას მხოლოდ პენიის ხუთმაგ ოდენობაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss