ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ქურდიანი ვაჭრობაში გააქტიურდა
მარიამ მინაძე
24 ივნისი, 2021, 19:46
ქურდიანი ვაჭრობაში გააქტიურდა

თბილისი (GBC) -  TBC Bank-ის დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანმა TBCG-ის აქციების გაყიდვა და აქციებიდან შემოსავლის მიღება მიმდინარე თვეში, 21 ივნისს განაახლა და ვაჭრობა 22 და 23 ივნისშიც განაგრძო.

22-23 - ში ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მან თავისი კუთვნილი  2,950 ცალი ჩვეულებრივი აქცია გაყიდა (ნომინალური ღირებულებით £0.01).

აქციების გაყიდვის საშუალო ფასმა £11.16 შეადგინა, რითიც ქურდიანმა ჯამში £32,922 შემოსავალი მიიღო.

ბირჟაზე მან 21-ში, 5,000 ცალი აქცია გაყიდა, იმავე საშუალო ფასით და £55,800-ის შემოსავალი მიიღო.

იქამდე კი, ქურდიანმა აქციები ბოლოს 28 მაისს გაყიდა. 9,377 აქცია £11.67-ში შეადგინა, რითიც ჯამში £109,473-ით იხეირა.  

27-ში 20,000 ცალი, საშუალო ფასი £11.3, რითაც მან £226,035-ის შემოსავალი მიიღო.

მან აქციები 24 და 18 მაისსაც გაყიდა, 5,000 და 8,163, £11.16-ად და £11.04-ად შესაბამსიად, რითიც ჯამში £144,931 -ის შემოსავალი მიიღო.

ნიკა ქურდიანს 19-ში სახელფასო აქციებიც გადაეცა 11,914 ცალი, რომლის გამოყენების უფლებაც 50%-ის ერთი წლის შემდეგ, დარჩენილი 50%-ის კი 2 წლის შემდეგ ექნება.

2020 წლის ბოლოსთვის ქურდიანი 128,297 ცალ აქციას განკარგავდა, რაც პრაქტიკულად სულ გადავადებული იყო (97.9%).

TBC-ის ანაზღაურების სქემის შესაბამისად, სახელფასო აქციების განაღდება 2 წელში, პროპორციულადაა შესაძლებელი.  

TBCG-ის აქციების ფასის დღევანდელი რეინჯი კი £11.20-11.32-ია.

ივნისში TBCG-ის აქციებზე ყველაზე მაღალი ფასი £11.46, ხოლო ყველაზე დაბალი £10.8 დაფიქსირდა.

რაც შეეხება წინა თვეს, 30 აპრილს 6 თვიან შუალედში ყველაზე დაბალი აქციების ფასის £9.74 -ზე ჩახურვის შემდეგ, 28 მაისს, £11.60, ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა.  თუმცა 6 თვიან პერიოდში კი ყველაზე მაღალი ფასი 7 იანვარს, £13.38 დაფიქსირდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები