ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მშენებლობის გაძვირება დასაქმებულთა 17%-ით შემცირებამ შეაკავა
მარიამ მინაძე
24 ივნისი, 2021, 17:31
მშენებლობის გაძვირება დასაქმებულთა 17%-ით შემცირებამ შეაკავა

თბილისი (GBC) - მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.6%-ით შემცირდა (q.q).

აღნიშნული ცვლილება, საქსტატის განმარტებით, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7%-იანი კლებით (q.q), რამაც -6.05%-ული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.  

მიუხედავად იმისა, რომ კვარტალურად მშენებლობის გაძვირება დასაქმებულთა შემცირებამ შეაკავა, y.y მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8.69%-ით გაიზარდა.

ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 15.9%-იანი ზრდით (y.y), რაც 9.16%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. სამშენებლო მასალების ფასი q.q 7.3%-ით გაიზარდა.  

უფრო ზუსტად, მშენებლობის სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1Q21-ში 1,664.5 ლარი იყო, რაც y.y 2.3%-ით შემცირდა, q.q კი 19.3%-ით.

პანდემიამდელ პერიოდამდე, 2019 წლის 1Q-სთან შედარებით მშენებლობის სექტორში საშუალო ხელფასი 7%-ითაა გაზრდილი.

მშენებლობის სექტორში ჯამში 1Q21-ში 56,174 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც y.y 5.1%-ით, ხოლო q.q 17.1%-ითაა შემცირებული.

კლება ძირითადად ბინებისა და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაში დასაქმებულ პირვებზე მოდის. სადაც 1Q21-ში 27,470 პირი მუშაობდა, y.y კლება 5.5%, ხოლო q.q კლება 24.8%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები