ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG 3 სკოლის მშენებლობას აფინანსებს
24 ივნისი, 2021, 14:02
BOGG 3 სკოლის მშენებლობას აფინანსებს

თბილისი (GBC) -  საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, „ბალავარი ჯგუფმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქუთლიარის, შულავერისა და კასუმლოს საჯარო სკოლების მშენებლობა დაასრულა. მალე რეაბილტაციას კიდევ 3 ლოკაციაზე (კუმისი, ყიზილაჯლო, კაპანახჩი) დაასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულებაა ₾16,5 მლნ.

შენობები ენერგო ეფექტურია, სრულად ადაპტირებული შშმ პირზე. აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის სახანძრო სისტემებით. აქვს შიდა საკონცერტო დარბაზები, ასევე გარე სპორტული მოედნები და ვენტილირებადი სპორტული დარბაზები.

ჯგუფშ  200-ზე მეტის თანამშრომელია. 15-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის დეველოპერული პროექტები მუხიანში, სამგორსა და  ვაზისუბანში.

 „უკვე 5 წელია „ბალავარი ჯგუფი“  საქართველოს ბანკთან პარტნიორობს, ამ დროის განმავლობაში კი ჩვენ შევძელით როგორც დეველოპერული, ასევე არაერთი სამშენებლო პროექტის განხორციელება. ბანკის მხარდაჭერით ჩვენ ვაგრძელებთ როგორც სკოლების სარეაბილიტაციო, ასევე დეველოპერულ პროექტებს, კერძოდ, ვაზისუბანში და გობრონიძის ქუჩაზე მიმდინარე 3 კორპუსის მშენებლობას. სამომავლოდ კი „ბალავარი ჯგუფი“ ლისზეც გეგმავს სამშენებლო პროექტებს“, - აცხადებს გეგა ტოფაძე, ბალავარი ჯგუფის გენერალური დირექტორი

 „საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული  პარტნიორი, კვლავ აგრძელებს ეკომონიკურად გამართული ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერას. „ბალავარი ჯგუფის“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში უკვე დასრულდა არაერთი დეველოპერული თუ სკოლის სარეაბილიტაციო პროექტი. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადი ბიზნესის გაძლიერებას, რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე“,- განაცხადა ვალერი ნარსიამ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები