ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფინკას კრისტალის ნაცვლად, კრედო ყიდულობს
23 ივნისი, 2021, 18:52
ფინკას კრისტალის ნაცვლად, კრედო ყიდულობს

თბილისი (GBC) - "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონსა და „ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებებით დაზუსტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ამავე ცვლილებებით განისაზღვრა ეროვნული ბანკის ვალდებულება  2021 წლის პირველ ივნისამდე შეემუშავებინა კონკურენციის პოლიტიკა მის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა აქტები, რაც უფრო გამჭვირვალეს გახდის ეროვნული ბანკის მიერ კონკურენციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, ეროვნული ბანკი იწყებს კონცენტრაციაზე (როცა ერთი რეგულირებული პირის მიერ ხდება მეორე რეგულირებული პირის შეძენა) მიღებული განაცხადების, ასევე ასეთი ტრანზაქციების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობაზე ან კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების (ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით) ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

ამჯერად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს "კრედო ბანკის" მომართვის   საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სს "კრედო ბანკის" მიერ სს "ფინკა ბანკი საქართველოს" აქციების 100%-ის შეძენის ტრანზაქციის (კონცენტრაციის) კონკურენტულ გარემოსთან შეფასების შესახებ. 

დაინტერესებულმა პირებმა დაგეგმილი ტრანზაქციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ მოსაზრებები სებ-ში 2021 წლის 28 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.  

ეროვნული ბანკის მიერ კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები