ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურნავა ღამის კლუბის მმართველებს შეხვდება
22 ივნისი, 2021, 14:40
თურნავა ღამის კლუბის მმართველებს შეხვდება

თბილისი (GBC) - „საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 1 ივლისიდან  ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება და  დაშვებული ხდება რესტორნების მუშაობა ღამის 12 საათამდე, მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმის გამო, რომ ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით“ – ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ  ჯერ-ჯერობით ღამის კლუბები არ იხსნება, მაღალი რისკების გამო. თურნავამ  საკლუბო  ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის გეგმაზე განაცხადა. 

„ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ტურიზმში - იცით, რომ სახმელეთო საზღვრებიდანაც შემოდიან ტურისტები, ასევე აჭარაში იმატა.  სამივე საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში საშუალოდ 300-350 ფრენა სრულდება", - დინამიკა  მინისტრმა  რეკორდული 2019 -ის ანალოგიურ პერიოდს შეადარა, როცა 600 ფრენა  იყო. მინისტრს  საფხულისგან მეტი მოლოდინი აქვს. 1/2-ს უკვე მუახლოვდით,  პიკზე 70% -ის მოლოდინი აქვს.

„გვქონდა დადებითი მოლოდინი, რომ 2021 წელს, ტურიზმის თუნდაც ნახევარი აღვადგინოთ იმასთან შედარებით, რაც იყო 2019 წელს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გაცილებით უკეთესად წავა საქმე, თუ რა თქმა უნდა, ყველა დავიცავთ უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს. პირველი დადებითი სტატისტიკა, იანვარ-მაისის პერიოდში, უკვე აღინიშნა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში , რომელიც პირველი გავიდა პოზიტიურ დინამიკაზე  ჩვენს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის და აქვს მგზავრთნაკადის 16 პროცენტიანი ზრდა. ასეთივე ზრდას  ველოდებით სხვა აეროპორტებიდანაც“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები