ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველომ 12-დან 10 ინდიკატორი გააუმჯობესა
22 ივნისი, 2021, 13:33
საქართველომ 12-დან 10 ინდიკატორი გააუმჯობესა

თბილისი (GBC) - კემბრიჯის უნივერსიტეტმა მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით შეფასებულია 165 ქვეყანა. მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა  ორი ადგილით გაიუმჯობესა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს პროცესი ბოლო წლების განმავლობაში არის პოზიტიური და შეუქცევადი. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი, რომელიც 100%-იან შკალაზე 72.2 %-ს შეადგენს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მართლმსაჯულების რეიტინგში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. „საერთო ჯამში საქართველომ გააუმჯობესა მაჩვენებელი მდგრადი განვითარების 12 მიზნიდან 10 მიმართულებით. აღსანიშნავია მკვეთრი გაუმჯობესება „ხარისხიანი განათლების“ და „ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის“ მიმართულებით. მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ასევე მდგრადი განვითარების ისეთ მიზნებში, როგორიცაა „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“, „გენდერული თანასწორობა“, „სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“ და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი განვითარების 38 ინდიკატორში საქართველომ უკვე შეასრულა მდგრადი განვითარების მიზნები,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი თქმით, საქართველოს წარმატება განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში მიმდინარე შეუქცევადი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები სწორედ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება. მიღწევის მიმართულებით მიმდინარეობს. „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების მიმდინარეობა აღიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და მსოფლიო სარეიტინგო სააგენტოების მიერ. კემბრიჯის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს დაწინაურებაც ამის ნათელი მაგალითია,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები