| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -100 მილიონიანის შემდეგ, 43 მლნ-იანი ქეისით, გიორგი ვაშაძემ (სტრატეგია აღმაშენებლი ) კომიტეტიდან პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლა. მისი ანალიზით, ₾43 მლნ სამარშრუტო ტაქსის მძღოლების და ხაზის დისპეჩერების ჯიბეებიდან ამოღებული ფულია. სებ-ის, სოცსააგენტოს და ლიბერთის ცხელი ხაზის ოპერატორების სტენოგრამის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში, მძღოლების და დისპეCერების სახელფასო უწყებებით მივიდა, იმის დასტურად რომ ლურჯი "მარშრუტკის" მძღოლის ₾800 ხელფასი, ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსის მძღოლის 1 500 ლარზე ნაკლებია. კახი კალაძე დაადანაშაულა კორფციული სქემით მუშაობაში და 5 000 ოჯახის უსახსროდ დატოვებაში.
თბილისის მერი ირაკლი ზარქუამ (ქართული ოცნება) დაიცვა და ვაშაძე ტყუილში ამხილა, როგორც მანამდე სებ-ის პრეზიდენტზე, ვიცე-პრეზიდენტზე და ლიბერთის მმართველზე იერიშისას.
ზარქუამ აღნიშნა, ახალი მარშრუტკების 36 მლნ-იანი პროექტის ოპტიმალურობაზე. 300 ერთული უკვე რომ ემსახურება თბილისელებს და 700 მიკროავტობუსი რომ დაემატება. და გააფრთხილა ვაშაძე რომ ყოველ ტყუილზე ცხვირ-პირში მიიღებს სიმართლეს.
ვაშაძის საპასუხო განცხადებით, სამშაბათის სხდომაზე გამოვიდა ალეკო ელისაშვილიც (მოქალაქეები), რომელმაც პენსიონრების სესხის სიძვირის და არჩევნის სიმწირის თემა, პარლამენტში ვაშაძემდე წარადგინა. ვაშაძეს ურჩია პენსიონრების თემა პარლამენტის თავმჯდომარესთან სამუშაო ფორმატში განიხილონ, რომ რეალურ შედეგზე გავიდნენ - "ზღვარი ნუ დაგვეკარგება აქ მასონთა ოჯახი ხომ არ გვაქვს, აქ გადავწყვიტოთ".
ვაშაძემ, პარლამენტიდან პენსიონრები ხუთშაბათს ქუჩის აქციაზე მოიწვია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss