ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
EBRD-ი“ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის" ონლაინ გაიმართება
21 ივნისი, 2021, 15:04
EBRD-ი“ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის ონლაინ გაიმართება

თბილისი (GBC) - 22 ივნისს, 11:30 საათზე,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF)  ორგანიზებით  ონლაინ ღონისძიება  - “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” გაიმართება. შეხვედრა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზსა და იმის განხილვას, თუ რა გავლენა აქვთ მათ ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე, ასევე,  როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას  მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი.

ფორუმში მონაწილეობას საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნესსექტორის, მათ შორის, თიბისის წარმომადგენლები მიიღებენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორიას თავიანთ ხედვასა და გადადგმულ ნაბიჯებს გაუზიარებენ.

 ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა მდგრადი განვითარების დაბალანსებული და რეალისტური საშუალებაა. ტრადიციული ეკონომიკური მოდელისგან განსხვავებით, ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა, სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ითვალისწინებს როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ გარემოს. მისი მიზანი არამხოლოდ მშპ-ს ზრდა, არამედ რესურსების ეფექტურად გამოყენება  და სხვადასხვა ეკოსისტემისა და მასში მონაწილე ყველა ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები