ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
5 თვეში ექსპორტმა $1.1 მლრდ-ს გადააჭარბა
21 ივნისი, 2021, 18:10

თბილისი (GBC) - ექსპორტი ზრდის ტრენდს აგრძელებს. წლის პირველ 5 თვეში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა პირველად ბოლო წლების განმავლობაში მილიარდ დოლარს გადააჭარბა და 1.12 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო წლების მაქსიმუმია. შედარებისთვის, 2016 წლის პირველ 5 თვეში საზღვრებს გარეთ 612 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიყიდა.

მიუხედავად ზრდისა, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება ნაკლებად ხდება და მთავარ საექსპორტო პროდუქტს ტრადიციულად ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და ღვინო წარმოადგენს.

2021 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 327.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 144.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 85.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6 პროცენტი).

სამივე პროდუქციის ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

პირველი 10 საექსპორტო პროდუქციიდან კლებას მხოლოდ ოქრო აჩვენებს. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 24.7 მლნ დოლარის ოქრო გაიყიდა, რაც წლიურად 33%-ით შემციერბული მაჩვენებელია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები