| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – Georgia Capital -ის განცხადებით, ძლიერი ეკონომიკური აქტივობა გრძელდება ივნისში დღემდე და 2021 წლისთვის, GCAP ელის, რომ საქართველომ მშპ – ს რეალური
ზრდა 7.5% –ს
შეადგინს, ნაცვლად
უარყოფითი ორმაგი მაჩვენებლისა.
ამას სავარაუდოდ მათი თქმით, მხარს დაუჭერს ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამის დაჩქარება,
იმის გათვალისწინებით,
რომ მთავრობა ამჟამად 2021 წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60% -ზე მეტის აცრას ელის.
კომპანიის
განცხადებით, მათი სავაჭრო ოპერაციების ბოლოდროინდელი საქმიანობა ძალიან ძლიერი იყო
და მნიშვნელოვნად გადააჭარბა მენეჯმენტის მოლოდინს, რასაც ნაწილობრივ ხელი შეუწყო საქართველოს
ეკონომიკის სიძლიერემ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
1Q21 -ში დაფიქსირებული უარყოფითი ეკონომიკური
ზრდა 4.5% -ის ოდენობით, GCAP-იუს თქმით, COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული ე.წ „ლოქდაუნის“ შეზღუდვების
გავლენას ასახავს.
ბოლო
რამდენიმე თვის განმავლობაში შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნამ და საერთაშორისო საზღვრების
გახსნა მზაფხულის ტურისტული სეზონის წინ GCAP-ის თქმით, რეალური მშპ-ს 44.8% -იანი ზრდა განაპირობა
2021 წლის აპრილში (y.y), ხოლო, 20.8% -ით გაიზარდა 2019 წლის აპრილთან
შედარებით.
GCAP-ის
ვარაუდს 2021 წლის მაისში დაფიქსირებული ექსპორტისა და იმპორტის ზრდა 44.9%-ით და
40.3% -ით ამყარებს (y.y). მასთან ერთად, 5M21-ში ფულადი გზავნილების 46.9% –იანი ზრდა.
ამავე
დროს, კომპანია აღნიშნავს, რომ აპრილსა და მაისში დაიწყო ვალუტის გამყარება და ლარის
კურსი გაიზარდა აშშ დოლარის მიმართ 8.8% –ით 2Q21– ის დასაწყისიდან 2021 წლის 21 ივნისამდე.
GCAP-ის
განცხადებით, ინფლაცია შედარებით კარგად კონტროლდებოდა, საქონლის ფასების გლობალური
ზრდის ზრდის ფონზე და 7.2% იყო აპრილში, ხოლო 7.7% 2021 წლის მაისში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss