ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
არტისტები კუთვნილ ჰონორარს მიიღებენ
18 ივნისი, 2021, 21:26
არტისტები კუთვნილ ჰონორარს მიიღებენ

თბილისი (GBC) - კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი შეიქმნება

 სამასამდე ავტორმა და შემსრულებლმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიწერა. ავტორებისთვის მიუღებელია შეგროვებული ჰონორარის ცალკეულ ავტორებზე განაწილების სქემა. აზარალებს ავტორებს, ლახავს მათთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს და უარყოფითად აისახება მათ შემოსავალზე. სხდომაზე მოუსმინეს საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს. არსებული გამოწვევის შესახებ ისაუბრეს მუსიკოსებმა, ასევე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ და საქართველოს საავტორო უფლების მფლობელთა ასოციაციის (GERA) წარმომადგენელმა ლაშა მდივანმა.

საჯარო მსჯელობის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კულტურის კომიტეტთან შეიქმნება საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები და ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები.

საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგან კონკრეტული ადამიანების ფინანსურ მდგომარეობს და ღირსებას ეხება, ადამიანებს, რომლებიც ქმნიან მუსიკას და ემსახურებიან კულტურას და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, უმოკლეს ვადაში ეს სფერო იქნება ყველა მიმართულებით დარეგულირებული და დამკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები