| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ნათია თურნავა: აზერბაიჯანული ავიაკომპანია ბაქო - თბილისი - ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეებს ამატებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ უფრო იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზრდიან საქართველოში ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს. ამჯერად აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა მიიღო გადაწყვეტილება ბაქო - თბილისი - ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების სიხშირეების დამატების თაობაზე.
„ფრენებთან დაკავშირებით მორიგი ახალი, კარგი ამბავი გვაქვს - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი „ბაქო-თბილისი-ბაქოს“ მიმართულებით ავიარეისების სიხშირეს ზრდის, 23 ივნისიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ყოველდღიურ ოპერირებაზე გადავა, ხოლო 20 ივლისის შემდეგ კი ავიაკომპანია დღეში ორ ფრენას შეასრულებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები საქართველოში უფრო ადვილად, უფრო მარტივად შემოვიდნენ და შესაბამისად, მისასალმებელია აზერბაიჯანული ავიაკომპანიის ასეთი გადაწყვეტილება - საქართველოში ავიარეისების სიხშირის გაზრდის თაობაზე.
„ეს ნიშნავს, რომ ბაქოდან, აზერბაიჯანიდან ჩვენ ტრადიციულად ვუმასპინძლებთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს სტუმრებს, მათ ასევე ველოდებით სახმელეთო საზღვრებითაც“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss