| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სალიზინგო ბაზარი საბანკოზე მაღალ ფუნქციას იძენს. სექტორს საინვესტიციო საბჭო პოსტპანდემიური ეკონომიკის გამწევ ძალად აფასებს. რაზეც კვალიფიციური დასკვნა საბჭოს მოწვეულმა ბრიტანულმა ჯგუფმა დადო. განვითარების გეგმაც მზადაა, თურქეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმატებული გამოცდილების მიხედვით.
დასკვნას აფასებს BB ლიზინგის გენერალური დირექტორი კოტე სულამანიძე. აღნიშნავს, რომ ლიზინგით დაფინანსებული პროექტი პირდაპირ ზრდის ეკონომიკას და შესაბამისად პოტენციალი ასათვისებელია. მიაჩნია, რომ დღგ-ს შეღავათი, რაც საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა პირველ რიგში მომხმარებლისთვის იქნება სასარგებლო, რადგან პროდუქტს უაფებს, ეკონომიკაში მეტის ინვესტირებით, კი უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს.
ფინანსისტი დაბეგვრის საშეღავათო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ხედავს. რომ შეღავათმა რეალურად იმუშაოს. მაგ: ამ დროისთვის აგროტექნიკის ფაქტობრივი შეძენა დღგ-სგან თავისუფლდება. ლიზინგის შემთხვევაში კი მომხმარებლისთვის უფრო ძვირი გამოდის.
მიუხედავად იმისა, რომ სალიზინგო კომპანია საბითუმო შემსყიდველია და მარტივი გაანგარიშებით კლიენტს უფრო იაფი უნდა შესთავაზოს. ვერ სთავაზობს, რადგან მომსახურბას 18% დღგ უძვირებს. მე-2 გამოწვევაა ლარიზაცია. 12%-ით გაძვირების ეფექტით. კომპანია უცხოურ ვალუტაშია დაკონტრაქტებული და შეთავაზება ჰეჯირების ხარჯა აძვირებს. და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კონსიგნაციით ძესყიდვისას, ყოველ თვე უწევს ეს ოპერაცია, ტვირთი უფრო იზრდება. შეგახსენებთ, სავალუტო სესხზე ₾100 000 ზღვარი მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობისას დაწესდა და სამოქალაქო კოდექსში 12/2018-ის მორიგი ცვლილებით ₾200 000 -მდე გაზრდილი განაკვეთით, მაჭავარიანის მინისტრობისას ამოქმედდა.
კოტე სულამნიძე სებ-ის დამატებით როლსაც ვერ ხედავს, სალიზინგო სექტორის დარეგულირებაში, რადგან ბანკების ზედამხედველი არაპირდაპირ ისედაც არეგულირებს, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიები ბანკების შვილობილია. სებ- ი თავისი მანდატს ფარავს ფინანსურის სტაბილურობის ნაწილში და მომხარებელთა უფლებების დაცვის მხრივაც. "რადგან უფრო მეტი რისკი კომპანიის მხარესაა, რადგან კომპანიის ქონებას კლიენტი განკარგავს".
ამ დროისთვის ბაზარზე 20 სალიზინგო კომპანიაა, თუმცა როგორც სულამანიძე ამბობს, პროფილურია სულ, 5: TBC-ის, BOG-ის, ბაზისბანკის (BB ლიზინგი) და 2 მისოს ( კრისტალი , ალიანს ჯგუფი) შვილობილი სალიზინგო კომპანიები.
აღნიშნა, რომ BB ლიზინგს პანდემიაში მოუწია საქმიანობის დაწყება, თუმცა ₾7 მლნ პორტფლზე და ₾ 825 000 მოგებაზე გასვლა 2020-ში შეძლო და ფრთხილ ზრდას განაგრძობს. ახალ კლიენტებს ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესში მათი ადაპტირების ნიშნით ირჩევს. არსებული ბაზა კი სტაბილური კლიენტებისგან შედგება.
BB ლიზინგი 2021 -ის დახურვას 13 მლნ-მდე გაზრდილი პორტფელით აპირებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss