ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
TBC ენუქიძეს, ჰააგს და რაჯენდრას საბოლოოდ დაემშვიდობა
მარიამ მინაძე
17 ივნისი, 2021, 18:35
TBC ენუქიძეს, ჰააგს და რაჯენდრას საბოლოოდ დაემშვიდობა

თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC და მისი შვილობილი TBC Bank (ე.წ მირორინგის გათვალისწინებით) ნიკოლოზ ენუქიძემ, ნიკოლას დომინიკ ჰააგმა და ერიკ ჯეი რაჯენდრამ საბოლოოდ დატოვეს.

სამივე მათგანი სებ-ის რეგულაციის შესაბამისად, დაკავებული თანამდებობებიდან გადადგნენ, თუმცა დარჩნენ როგორც არა-აღმასრულებელი დირექტორები და ამავე დროს იყვნენ წევრები სხვადასხვა კომიტეტებში.

კერძოდ, ენუქიძე ნომინაციის კომიტეტის წევრად და არა-აღმასრულებელ დირექტორად რჩებოდა.

ნიკოლას ჰააგი დღემდე არსებული ყველა კომიტეტის წევრად რჩებოდა, მათ შორის აუდიტის კომიტეტის, ანაზღაურების კომიტეტის, კორპორატიული მართვისა და ნომინაციის კომიტეტის, და რისკების კომიტეტის.

იქამდე ჰააგი აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეჭირა.

ერიკ რაჯენდრა კი ანაზღაურების კომიტეტის და კორპორატიული მართვისა და ნომინაციის კომიტეტის წევრად რჩებოდა.

სამივე მათგანმა გადადგომის შემდეგ ჯერ განაცხადეს, რომ AGM-ზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არ დააფიქსირებდნენ, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს.

მათ სურვილს ხელახლა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში საბჭოს უმრავლესობა მხარს არ უჭერდა და იმედოვნებდნენ, რომ აქციონერები უარს იტყოდნენ TBC PLC AGM– ზე მათ ხელახალ დანიშვნაზე.

თუმცა AGM-მდე, რომელიც 14 ივნისს გაიმართა, ბორდს სამი ახალი წევრი შეუერთდა და მათ კვლავ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, რისთვისაც საბჭომ მათ მადლობა გადაუხადა.

სამი ახალი წევრის დანიშვნას, ერან კლაინს, პერ ანდერს ფასტის და თაიმიოს ფი. კირიაკოპულოსდირექტორებად დანიშნას AGM-ზე აქციონერების 100%-მა დაუჭირა მხარი.

ბორდში ცვლილების მიზეზი, სებ-ის კორპორატიული მართვის კოდექსში შეტანილი ცვლილებები იყო, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ის იყო, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უნდა იყოს დამოუკიდებელი;

ხოლო დრო, რომლის შემდეგაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამოუკიდებლად შეწყვეტილად ითვლება, 9 წლიდან 7 წლამდე შემცირდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები