| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
TBC Bank Group PLC-ის
(TBCG) ცნობით,
დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა საბჭოს დონის კომიტეტების წევრობის ახალი
სტრუქტურა, რაც დაუყოვნებლივ
შევიდა ძალაში.
ცვლილება
ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ დამტკიცებას და ბანკის ე.წ „მირორინგის“ სტრუქტურის
შესაბამისად, TBC PLC და მისი მთავარი შვილობილი სს TBC ბანკი, კომიტეტის
ყველა წევრის დანიშვნას იგივე პოზიციებზე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ეკვივალენტურ კომიტეტებზე აპირებენ.
საბჭომ ასევე დაამტკიცა ახალი საბჭოს დონის ტექნოლოგიისა და მონაცემთა
კომიტეტის შექმნა. „მირორინგის“შესაბამისად,
TBC PLC აპირებს შექმნას ეკვივალენტური კომიტეტი იგივე შემადგენლობით ბანკის სამეთვალყურეო
საბჭოში.
გარდა ამისა, დროებითი უფრო დამოუკიდებელი დირექტორი (SID) ცირა კემულარია,
დროებითი აუდიტის
შუალედური კომიტეტის თავმჯდომარე მარია ლუიზა ციკოგანი და დროებითი რისკის კომიტეტის
თავმჯდომარე აბიჯით აკერკარი გადადგნენ ამ პოზიციებიდან.
პერ ანდერს ფასტი დაინიშნა აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ, თაიმიოს პ. კირიაკოპულოსი
დაინიშნა რისკის კომიტეტის თავმჯდომარედ და აბიჯიტ აკერკარი ტექნოლოგიისა და მონაცემთა
კომიტეტის თავმჯდომარედ.
ერან კლეინი უფროს დამოუკიდებელ დირექტორად დაინიშნა.
საბჭოს კომიტეტების ახალი სტრუქტურა და წევრობა შემდეგია (წევრი - წ / თავმჯდომარე -
თ):
მიმდინარე წლის 1 მარტს
ნიკოლოზ ენუქიძემ
TBC Bank Group PLC-ის
ბორდის თავმდჯომარეობის და
TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარის პოსტები
დატოვა. ის არნე ბერგრენმა
ჩაანაცვლა. ენუქიძე აპრილში ანაზღაურების კომიტეტის წევრობიდანაც გადადგა და ჯგუფსა
და ბანკში მხოლოდ ერთი, ნომინაციის კომიტეტის წევრის პოზიცია ეკავა.
ნიკოლას ჰააგმა აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის და სამეთვალყურეო
საბჭოს თავმჯდომარის პოსტები 12 თებერვალს დატოვა, თუმცა კომიტეტის წევრად მუშაობას
განაგრძობდა.
ენუქიძე, რაჯენდრა და ჰააგი სებ-ის რეგულაციის შესაბამისად
წავიდნენ, თუმცა მათი ხელახალი არჩევა არც აქციონერებს მოუნდომებიათ.
ერან
კლაინი, პერ ანდერს ფასტი და თაიმიოს ფი. კირიაკოპულოსი TBC PLC საბჭოს 2021 წლის
4 მაისიდან შეუერთდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss