ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი სსა-ზე ოპტიმისტია
16 ივნისი, 2021, 19:56
სებ-ი სსა-ზე ოპტიმისტია

თბილისი (GBC)   ქირის ფასის ზრდაზე სებ-ის მოლოდინი გადაჭარბებულად მიაჩნია ბანკების ლობს. ალექსანდრე ძნელაძე ინვესტირებულ უძრავი ქონებაზე, შემცირებული ამონაგების, ერთბაშად  ზრდა ეეჭვება.  ქირა  მოკლევადიანი ტურიზმის გაჩერებამ გააიაფა და სრულად აღდგენამ უნდა გააძვიროს, რასაც გარკვეული პერიოდი ესაჭიროება.

თუმცა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი (სსა) არც სიურპრიზებს  გამორიცხავს - ბაზრის არაორდინალურ  ქცევას, რაც ყველა დროის  კრიზისებისგან განსხვავებულია. ახალი ტრენდის მომსწრე  მხოლოდ საქართველო არაა. მთელი მსოფლიო გახდა.  მაგ: იპოთეკის სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ (რამაც ზრდა გააორმაგა), ბაზარი ტრენდს დამოუკიდებლად თუ შეინარჩუნებდა არ ელოდნენ, თუმცა უძრავი ქონების ფასმა ზრდა განაგრძო.

ფსკ-ს  ოთხშაბათის სხდომის შემდეგ, სებ-ის  ვიცე-პრეზიდენტმაც 2008-2009 წლის კრიზისთან შედარებისას აღნიშნა, რომ 12 წლის წინანდელთან განსახვავებით, 2020/2021-ს ფასების ბუშტი არ ახლავს. არც სხვა პერიოდებისას ( ფინანსური ბაზრის კრიზისი, ჭარბწარმოების ...).

პაპუნა ლეჟავამ ფინანსურ სტაბულურობაში უძრავი ქონების როლზე - მნიშვნელოვან ინდიკატორზე  გაამახვილა ყურადღება, დაკრედიტებაში იპოთეკის  დიდის წილის და სესხების ვადის სიგრძის (10-15 წელი) გათვალისწინებით. აღნიშნა, უძრავი ქონების კაპიტალიზაციის კოეფიციენტის (ქირის/ ფასთან შეფარდება) შემცირების ბოლოდროინდელ ტრენდზე და ზრდის  მოლოდინზე, რაც უნდა  მოხდეს, ქირის ზრდით და არა, ფასის კორექტირების ხარჯზე.

მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად ქირა გაიზრდება. ფასების კორექტირებას კი სებ-ი,  საბაზო სცენარის მიხედვით არ ელის . 




 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები