ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკის აქციონერები დივიდენდებს 2022 წლამდე ვერ გაინაწილებენ
16 ივნისი, 2021, 14:28
ბანკის აქციონერები დივიდენდებს 2022 წლამდე ვერ გაინაწილებენ

თბილისი (GBC) – კაპიტალის განაწილებაზე შეზღუდვები ბანკს ვადამდე მოეხსნება, თუ კაპიტალის ბუფერებს მალე აღადგენს. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა (ფსკ) ოთხშაბათის სხდომაზე პანდემიაში შექმნილი ბუფერების გამოთავისუფლების გრაფიკი წარმოადგინა. 2022 წლიდან დაიწყება. 01.01.2023 -ისთვის უნდა დასრულდეს არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის და 2024-ისთვის აღდგეს კაპიტალის რისკის ბუფერი.

თუ ბანკი მანამდე  აღადგენს. დივიდენდების და ბონუსის გაცემაზე შეზღუდვაც მოეხსნება. აქციების გამოსყიდვის უფლება მიეცემა და წილობრივი ინვესტიების განხორციელებასაც შეძლებს.

პაპუნა ლეჟავას არ ჰგონია, ბუფერების აღდენას რამემ ხელი შეუშალოს, დაკრედიტების არსებული ტრენდის შენარჩუნების პირობებში.  2021 წელს საბანკო სექტორის სოლიდური მოგებაზე გასვლას ელის. ასევე პრობლემური სესხების უმნიშვნელო ზრდას - მთლიან პორტფელთან  8%-ის ფარგლებში. (თუმცა სებ-ს ბაზრის აქტივების დარჩენილი ნაწილის შეფასება ჯერ კიდევ არ დაუსრულებია). ვადაგადაცილებული  სესხებიც 5.9%-ზე მეტად არ გაიზრდება.

სებ-ის ვიცე-პრეიზიდენტის  თქმით, 03/2020-ში შექმნილი 1.1 მლრდ -იანი ბუფერი, სასესხო დანაკარგების რეზერვისთვის საკმარისი აღმოჩნდა და ნამეტი რეზერვის შექმნის საჭიროება აღარ დადგება.  აღნიშნა, რომ კრიზისის დასაწყისში გამოთავისუფლებული ბუფერების აღდგენის პროცესი ბუნებრივ კონტრციკლურ როლს ასრულებს და კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება. სესხები/ მშპ კოეფიცინტი ტრენდს მაღლა ნარჩუინდებ. დეკრედიტების  ზრდა ეკომომიკის თანაზომიერად არის მოსალოდნელი. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები