| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კვაზიდაკრედიტების ქმედებებზე, რომლის საბოლოო შედეგი ჭარბვალიანობის გაზრდილი ტვირთია, სებ-ს ინფორმაცია აქვს, თუმცა ყველა ქეისს ვერ გააკონტროლებს. - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფსკ-ის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას, პასუხისმგებლანი დაკრედიტების, 2019 წელს შემოღებულ ჩარჩოს როლზე აღნიშნა, რომელმაც დაიცვა ბაზარი.
პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა ასევე დაურეგულიებელი სეგმენტების და სუბიექტების ზედამხდეველობაში მოქცევაზე, 2018 წლიდან. რასაც კერძო სექტორის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოყვა და დღემდე საბანკო სექტორი მომგებიანობის კარგვას სებ-ს აბრალებს, მიკროსაფინანსოები, საბაზრო პოზიციების შესუსტებას. სწრაფი გამსესხებლები კი ბაზრიდან განდევნას.
იმ დროიდან >20 სესხის გამცემი სებ-ის რეგულირებას დაექვემდებარა. ასევე საკრედიტო ბიუროც, საიდანაც სესხებზე ინფორმაცია სებ-ს მუდმივად აქვს.
თუმცა მისი თქმით, ჭარბვალიანობა ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება. პასუხისმგებლიანი ჩარჩოს ამოქმედებამდე დაგროვილი ვალების და პანდემიის კრიზისის გამო. პანდემიამ მსესხებლის შემოსავალი შეამცირა და ვალის ტვირთი გაზარდა.
სებ-ი ჭარბვალიანობის საპრევენციოდ, მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს კი იყენებს, ვალების სიჭარბემ ფინანსური სტაბილურობას საფრთხე რომ არ შეუქმნას.
თუმცა მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებით ყველა ქეისის დაცვა შეუძლეძლებელია, თუ კრედიტორი და კლიენტი არ იქნება პასუხისმგებლიანი .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss