| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ბიზნესის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელსაც ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
2021 წლის II კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, სპეციალისტების ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები.
მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობამ დაიკავა. სექტორების მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის კომპანიებისთვის (91%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს. აღნიშნული ფაქტორი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელად დაასახელა ვაჭრობის სექტორის 81%-მა, მომსახურების სექტორის 68%-მა და მშენებლობის სექტორის 67%-მა.
ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა შემსუბუქდა (15 პროცენტული პუნქტით), ხოლო ყველაზე მეტად სპეციალისტების ნაკლებობის საკითხი გამძაფრდა (12 პროცენტული პუნქტით).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss