| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ივნისში აცრები გაზრდილია 5 200 -მდე, თუმცა მეორადი ვაქცინაციის ხარჯზე , - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს სამშაბათის სხდომის შემდეგ, 1.5 მლნ ვაქცინის შემოტანის მოლოდინზე განაცხადა. შემოსვლის თარიღი მომავალ კვირას დაზუსტდება.
ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის ნელ ტემპზე მიანიშნა. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ საყოველთაო აცრები ვერ დაიწყება სათანადო მარაგის არარსებობის პირობებში. 0.5 მლნ დოზა მაინც უნდა იყოს დამარაგებული.
" ხო არ ვუარყოფ რომ გარდაცვალების მაღალი რიცხვია", -ამირან გამყრელიძემ ამის მიზეზად პოსტპიკური პერიოდის ეფექტზე მიანიშნა. რადგან პიკი მაისის შუარიცხვებში აღინიშნა, ამიტომაა გაზრდილი და ეს ინდიკატორი უკვე დაღმავალ ტრენდზეა.
ქვეყნის მთავარმა ექიმაა ივლისისთვის გაფართოებული ვაქცინაციის ახალი ცენტრების მოწყობაზე განაცხადა. ჰუალინგში 1 ტექნიკური ცენტრი, 10 ბრიგადით უკვე მოეწყო და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექსპო ჯორჯიასთან, რამდენიმე პავილიონის აცრის სივრცისთვის დათმობაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss