ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
CGEO მენეჯერებს £9 მლნ-ით დააჯილდოვებს
მარიამ მინაძე
14 ივნისი, 2021, 18:10
CGEO მენეჯერებს £9 მლნ-ით დააჯილდოვებს

თბილისი (GBC) - Georgia Capital PLC- ის (CGEO)  თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის მმართველმა, Sanne Fidiciary Services Limited-მა, დამოუკიდებელი ბროკერის შუამავლობით, CGEO-ს 41,229 ცალი ჩვეულებრივი აქცია შეისყიდა (ნომინალური ღირებულებით £0.01).

ტრანზაქცია 1 ივნისს შედგა. ფასმა კი თითო აქციაზე £6.15 შეადგინა.

იქამდე, 28 მაისს, Sanne-მ კიდევ 40,000 ცალი ჩვეულებრივი აქცია შეიძინა, ფასმა კი თითო აქციაზე £6.07 შეადგინა.

ტრასტს აქციები მისი პოტენციური ბენეფიციარების ჯილდოებისთვის უჭირავს, რომელთა შორის აღმასრულებელი დირექტორები და ჯგუფის მენეჯერული პასუხისმგებლობის მქონე პირები არიან.

აღნიშნული ტრანზაქციების შემდეგ, თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის საკუთრებაში 3,331,316 ცალი აქციაა, რაც CGEO-ს  მიერ გამოშვებული სააქციო კაპიტალის 6.95%-ია. 

ტრასტის მიერ განთავსებული აქციებიდან 1,404,610 ცალი გადანაწილებულია არსებულ ჯილდოებზე (42.2%).

დღეს, CGEO-ს აქციების ფასი £6.15-6.35-ის ფარგლებში მერყეობს.

შესაბამისად, არსებული ჯილდოებისთვის განკუთვნილი 1.4 მლნ აქციის ფასი დღევანდელი „რეინჯით“£8.6-8.9 მლნ-ის ფარგლებში მერყეობს.

გასული კვირა კი CGEO-ს აქციებზე £6.18 ფასით დაიხურა (-1.3%/w.w), ვაჭრობის მოცულობამ კი 138 ათასი შეადგინა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები