ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
stop.cov ფონდის 123 მლნ ბავშვებს მიუღიათ
11 ივნისი, 2021, 18:05
stop.cov ფონდის 123 მლნ ბავშვებს მიუღიათ

თბილისი (GBC) – კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობის, კარანტინის ორგანიზების და ვაქცინის შესყიდვის ხარჯი 2020/2021 წლებში 870 მლნ-ია. მოსახლეობის დახმარებისთვის გაიცა ₾1.338 მლრდ, 162 300 სამუშაოდაკარგულმა  მიიღო 280 მლნ , კომუნალურების ხარჯი 550 მლნ -ით, 1.1 მლნ აბონენტს დაუსუბსიდირდა, - დონორების მოზიდული ფულის ხარჯვის კალკულაცია, ხუციშვილმა, მინისტრის საათზე პარლამენტარების კითხვების საპასუხოდ წარადგინა.

80 000 -მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა 110 მლნ მიიღო, 26 000 მრავალშვილიანმა  - 30 მლნ; შშმ პირებმა (45 000 ოჯახი) -  ₾55 მლნ.

თვითდასქმებულთა და პანდემიის კრიზისით გაჩერებული ობიეტების ერთჯერადი 300 დახმარებისთვის  ₾110 800 000 დაიხარჯა. I ეტაპზე 248 334 -მა, II ეტაპზე 120 400 მოქალაქემ მიიღო.

18 წლამდე ასაკის პირების 200 ლარიანი შემწეობა 930 000 ბავშვმა მიიღო. მთლიანი პორტფელი 187 800 000 ლარია და მოიცავს stop.cov.fund -ში  მობილიზებულ 123 მლნ ლარსაც, რომელიც მინისტრის თქმით განიკარგა ბავშვების დახმარებსთვის.  16 600 სტუდენტს  სწავლა 14 800 000 ლარით დაუფინანსდა.

დონორებისგან მოზიდული სახსრებიდან 1 058  მლრდ-ით დაფინანსდა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები. მათ შორის საშემოსავლოს შეღავათის ნაწილში, 440 000 პირისთვის, ₾540 მლნ; ტურიზმის სექტორის საგადასახადო შეღავათზე - 95 მლნ; საკრედიტო საგარანტიო სქემა - 97 მლნ (ბიზნესების გაკოტრებისგან დასაცავად), სასტუმრო -რესტორნების სესხის სუბსიდირებისთვის დაიხარჯა  51 200 000,

სამშებნებლო სექტორისთვის  - 44 მლნ ლარი (გარანტიები გაიცა, თუ დეველოპერი ვერ გაყიდდა, სახელმწიფო შეისყიდიდა).

მცირე გრანტების პროგრამა 17 500 000 -ით, სოფლის მეურნეობა - 213 000 000 -ით დაფინანსდა (მოიცავს რთველის პროგრამასაც).

სულ, საბიუჯეტო ეფექტია3 266 100 000 ლარი.






მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები