ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
1Q-ში აშშ-მ რეკორდული ინვესტიციები გაიტანა
მარიამ მინაძე
10 ივნისი, 2021, 16:55
1Q-ში აშშ-მ რეკორდული ინვესტიციები გაიტანა

თბილისი (GBC) - როცა საქართველოსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში Covid19-ის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, პანდემიის ბუმმა რამდენჯერმე ჩაიარა, ამერიკული ინვესტიციები საქართველოში მაინც გარკვეულწილად სტაბილური იყო და $20 მლნ-ს არ ჩამოცდენილა.

მათ შორის, მარტში საქართველოში პანდემიის დაწყებისთანავე, ამერიკული ინვესტიციების 29.4%-იანი შემცირება დაფიქსირდა 2Q20-ში (q.q). გასული წლის ოთხ კვარტალს შორის კი, 2Q ყველაზე დაბალი ამერიკული ინვესტიციებით იყო წარმოდგენილი.

წელი კი $93.3 მლნ - ით ჩაიხურა, 16.3%-იანი კლებით (y.y).

1Q21-ში კი ამერიკიდან რეკორდული უარყოფითი ინვესტიციების მოცულობა -$59.8 მლნ-ის დაფიქსირდა, როცა 1Q20-ში $28.4 მლნ-ის, 4Q20 - ში $20.7 მლნ-ის, 1Q19-ში კი $21.3 მლნ-ის ინვესტიციები განხორციელდა.

ამ მოცულობის უარყოფითი ინვესტიცია ამერიკიდან 1997 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, მათ შორის არც 2008-2009 წლებში, აგვისტოს ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში.  

აღნიშნულ წლებში უარყოფითი ინვესტიციები ამერიკიდან მხოლოდ 1Q09 და 2Q09-ში ფიქსირდებოდა -$40.1 და -$29.5 მლნ - ის მოცულობით, თუმცა 3Q -სა და 4Q -ში ინვესტიერება აღდგა და შედეგად, წელი -$10 მლნ-ით ჩაიხურა.

2015 წლის შემდეგ კი ამერიკიდან უარყოფითი ინვესტიცია არცერთ კვარტალში არ დაფიქსირებულა.

მეტიც, 2020 წელს აშშ უმსხვილეს ინვესტორებს შორის მეოთხე პოზიციაზე იმყოფებოდა 15%-იანი წილით, ისევე როგორც 2019 (7.8%) და 2018 წლებში (8.4%).

ეკონომისტი მიხეილ კუკავა აღნიშნავს, რომ ეს ძირითადად პანდემიის გავლენისგან გამოწვეული შედეგია, რომელიც პირველ კვარტალში ერთბაშად აისახა და რომელიც დროთა განმავლობაში აღდგება. ამავე დროს, მისი თქმით, ეს შესაძლოა უბრალოდ წარმომადგენლობის მიერ, კაპიტალის ალოკაციას გულისხმობდეს სხვა, უფრო საჭირო ბაზრებზე, რაც საგანგაშოდ ვერ ჩაითვლება.

უარყოფითი ინვესტიცია თავის თავში მოიცავს დივიდენდების განაწილებას, წარმომადგენლობის დახურვას და ასევე უცხოური კომპანიისგან სესხის დაფარვას. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ უარყოფითი ინვესტიცია წარმოადგენს სალდოს, დადებით და უარყოფით ინვესტიციებს შორის.

პირველ კვარტალში საქართველოში 304 ამერიკული კომპანია მოღვაწეობს. მათ შორის უმსხვილესია (ინვესტიციების მიხედვით) ამერიკული მონაწილეობით შექმნილი ისეთი კომპანიები როგორიცაა საქართველოს უნივერსიტეტი, სამედიცინო კვლევითი ცენტრი Healthycore, მაგთიკომი, Sun Petroleum Georgia, თელიანი ველი, Transford, პინეო - სამედიცინო ეკოსისტემა.  

საქართველოში განხორციელებული FDI-ს მოცულობამ 1Q21-ში $124.5 მლნ შეადგინა, რაც  y.y 28.3%-ითაა შემცირებული. მათ შორის, 22% იყო სააქციო კაპიტალი, 57.2% რეინვესტიცია (სხვაობა მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის), ხოლო 20.8% მოდიოდა სავაჭრო კრედიტებსა და სესხებზე.

4Q20-ში -$102.8 მლნ უარყოფითი ინვესტიცია დაფიქსირდა. მათ შორის კი -$239.7 მლნ - ის კაპიტალის გადინება დაფიქსირდა, რაც 2020 წლის სხვა არცერთ კვარტალში არ დაფიქსირებულა.

მაშინ, საქსტატმა შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რამდენიმე საწარმოს გადასვლა დაასახელა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც მათი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი $294.6 მლნ-ით შეამცირა.

ჯამურად 2020 წელს კი, რეინვესტიციის წილი მთლიან ინვესტიციებში ($616.9 მლნ) 91% იყო, როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 48% იყო. რეინვესტიციის წილი FDI-ში 2015 წლიდან მზარდი იყო 9.1%-დან. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები