ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გოლეთიანს პრემიერთან კითხვები დარჩა
9 ივნისი, 2021, 21:25
გოლეთიანს პრემიერთან კითხვები დარჩა

თბილისი (GBC) - არც კი ეცოდინებოდათ ქვეყნის რა ინტერესები ეწირებოდა, თურმე იმდენად მნიშვნელოვანი რომ ასე ვეღარ განხორციელდება, - რიონის მცველებმა ნამახვანჰესის ინვესტორის მიმართ პროტესტის როლზე აღნიშნეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა „ნამახვანჰესის“ პროექტის მიმართ პროტესტის მნიშვნელობა საკუთარი განცხადებით აღიარა, მაინც არ ჩათვალა „რიონის ხეობის მცველები“ სრულფასოვან მხარედ, რომ ინვესტორთან მოლაპარაკებამდე აზრი ეკითხათ.

გაიხსენა პრემიერის  წინა მოსაზრება, პროტესტის გარე ძალებისგან ინსპირირებაზე. "დღეს კი ვნახეთ, რომ მისი მხრიდან შეფასდა, როგორც მემკვიდრეობით მიღებული პრობლემა" და დასვა კითხვა -"თავიდან ვიყავით მართული, დღეს ვართ გულწრფელი პროტესტის მონაწილეები, რომელმაც ისეთ რთულ სახელმწიფო ინტერესების დათმობას გადაარჩინა ქვეყანა, რომ ამ ფორმით ახლა ამ ხელშეკრულების გაგრძელება აღარ შეიძლება?

"ჩვენ როგორც ამ პრობლემების აღმომჩენ ხალხს, დღის წესრიგში დამყენებელს და აქამდე მომტანს ამ ბრძოლისა და პროტესტისა, არ გვთვლიან მაინც იმდენად სრულფასოვან მხარედ, რომ სრული სპექტრი წარმოვაჩინოთ პრობლემების, - მიაჩნია გოლეთიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ მიზანი "ენკას" მუშაობის შეჩერებით, მიღწეულია. 

ნამახვანჰესის  პროექტი არსებული პირობებით, რომ არ გაგრძელდება  და გაუმჯობესებაზე ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პრემიერმა დღეს განაცხადა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები