| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - 9 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო
ცერემონიალით ჩატარების მომსახურება.
ქორწინების
საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მომსახურების
მისაღებად მიმართონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ქორწინების სახლს (სივრცეს),
მათ შორის თელავსა და გურჯაანში ახლად გახსნილ საქორწინო სივრცეებს, ასევე, ისარგებლონ
ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით, მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.
თელავსა და გურჯაანში ქორწინების საზეიმო სივრცე ამ დრომდე არ არსებობდა.
დღეიდან, ნებისმიერ წყვილს საშუალება
აქვს, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ახლად გახსნილ,
სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში. ახალი, თანამედროვე
სტანდარტებს შესაბამისად მოწყობილი ქორწინების სივრცეები განთავსებულია თელავისა და
გურჯაანის იუსტიციის სახლებში.
წყვილმა ქორწინების საზეიმო ცერემონიალის სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge.
ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები
პირები (არაუმეტეს 10 პირისა) სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ.
შეგახსენებთ,
რომ ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების
გასვლითი რეგისტრაცია 2020 წლის 11 სექტემბრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების
პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო, დროებით შეჩერებული იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss