| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უნდა განმტკიცდეს ნდობა
მართლმსაჯულების, - ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს
„სასამართლოს მხარდაჭერის პროექტზე“ განუცხადა, რომ ეს მართლმსაჯულების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. თითქმის ათწლეულია, რაც მიმდინარეობს პროექტის სხვადასხვა ფაზა.
19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული ის ძირითადი საკითხები, რომელზე მუშაობაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. 19 აპრილის დოკუმენტი ის საგზაო რუკაა, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ მომავალი რეფორმების"
ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება „რედისონში“მიმდინარეობს.
"საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს მართლმსაჯულების სექტორში თანამშრომლობა წარმოადგენს. ევროკავშირი, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მეშვეობით, ხელს უწყობს ქართული მართლმსაჯულების დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან და სისტემის ხელმისაწვდომობის, ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი 19 აპრილის დოკუმენტიც „ამბიციური“ და „ფართომასშტაბიანი“ რეფორმების „ინკლუზიური“ პროცესის მეშვეობით გატარებას ისახავს მიზნად", აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss