ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
20/06 ჩემი ტვირთია და მე ვატარებ - გახარია
8 ივნისი, 2021, 23:03
20/06  ჩემი ტვირთია და მე ვატარებ - გახარია

თბილისი (GBC) -  გიორგი გახარიამ 20 ივნისს პოლიციის მოქმედებაში ივანიშვილის ჩარევა გადაჭრით უარყო. 

„20 ივნისთან დაკავშირებით მე რამოდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ჩემი ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ. მე მაშინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავჯდომარე - არცერთ შემთხვევაში მე არანაირი შეზღუდვა არც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე, ან ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე არ მქონია. არ ყოფილა შემთხვევა რომ პარტიის თავჯდომარე მაშინდელი - ბიძინა ივანიშვილი ჩემს პირდაპირ მოვალეობაში ჩარეულიყო“, - განაცხადა ექსპრემიერმა TV პირველზე.

 

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რომ 20 ივნისის სპეცოპერაცია ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის გარეშე იყო თუ არა, გახარიამ ხაზგასმით უპასუხა, რომ ასეა და 20 ივნისის ოპერაციის მთელი პასუხისმგებლობა მასზეა. 

 

„რა თქმა უნდა, ასე იყო. მე ვარ ის საჯარო მოხელე, რომელიც როგორც კი არალეგიტიმურად მის პირდაპირ მოვალეობაში, პასუხისმგებლობის ზონაში ერევიან და და მე არა მაქვს შესაძლებლობა რომ ლაპარაკის და მოლაპარაკებების საფუძველზე კომპრომისს მივაღწიო - მე რა თქმა უნდა გადავდგები, ვინც არ უნდა იყოს ეს - ბიძინა ივანიშვილი ან კიდევ ვიღაც სხვა. არა აქვს ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა... რომ ამოვწუროთ ეს თემა - მე დღეს ვარ ოპოზიციურ ფლანგზე. ჩემი კონკურენტების ერთი ნაწილი არის ხელისუფლებაში და დაიწყონ გამოძიება როგორიც უნდათ და მეორე არის პარლამენტში და შექმნან კომისია - ეს არ არის ჩემთვის პრობლემა. და ეს იქნება ჩემი მოქმედების ღირებულება ყოველ ნაბიჯზე, იმიტომ რომ მე არა მაქვს ამის შიში. მე ყოველთვის, როცა რაღაცას ვაკეთებ - ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ.’’ - განაცხადა ექსპრემიერმა და პარტია „საქართველოსათვის“ თავჯდომარემ გიორგი გახარიამ.საქართველოში სულ 3 მობილური ოპერატორია, რომელთაგანაც 2 მომხმარებელს ფიქსირებულ ინტერნეტსა და საკაბელო ტელევიზიასაც აწვდის. 2019 წელს ყველაზე მეტი - 167 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მაგთიკომმა მიიღო, საიდანაც მოგება $45 მლნ-ს უდრიდა. მაგთი ერთადერთია რომელმაც მოგებაზე გასვლა მოახერხა. სილქნეტმა (ჯეოსელი) და ბილაინმა 2019 წელი ზარალით დაასრულეს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები