ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა ანგარიშგების განახლებული ფორმატი ბანკებთან შეათანხმა
8 ივნისი, 2021, 17:42
სებ-მა ანგარიშგების განახლებული ფორმატი ბანკებთან შეათანხმა

თბილისი (GBC)სებ-მა ბანკებთან ანგარიშგების ახალ ფორმატის  XBRL  განხილვა დაასრულა. ახალი წესით, პორტფელზე ყველა ინფორმაციას საკრედიტო რეესტრი აღნუსხავს, მათ შორის მსესხებლების ჯგუფებზე. რეესტრზე წვდომა მხოლოდ სებ-ს ექნება. ზედამხედველი დაუმუშავებს ბანკებს ინფორმაციასაც.

საკრედიტო რისკები შეფასდება  ინდივიდუალურ და კონსოლიდირებულ დონეზე; გათვალისწინებულია სასესხო პორტფელების დინამიკის მონიტორინგი; საკრედიტო რისკის მიმღებლობის შეფასება, რეფინანსირებული და უარყოფილი სასესხო პორტფელის მიხედვით; საზედამხედველო სტრეს ტესტების წარმოება, ასევე სექტორული კვლევების მომზადება; სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სცენარების, ანალიზების ჩატარება. ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია გახდეს საკრედიტო რეესტრის მონაწილე. 

პროექტით გათვალისწინებულია  სანქციებიც, როგორც არსებული ყოველთვიური და  1/2 თვიური რეპორტინგის ფარგლებშია. მაგ: მოქმედი რეგულაციით, ბალანსის, მოგება-ზარალის, ფინანსური მაჩვენებლების, მომგებიანობის და სხვა უწყისის დაგვიანებისას მინიმალური ჯარიმაა ₾1 000.  10-ჯერ და უფრო მეტია, მოზიდულ რესურსებზე ანგარიშგებაში, არასწორი მაჩვენებლის მითითებაზე. ეს რეპორტინგი ბანკს 2 კვირიანი პერიოდულობით ევალება.

რეესტრზე მუშაობა სებ-მა შარშან დაიწყო და გაისად ივლისამდე არ ამოქმედდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები