ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჩურჩხელა მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება
მარიამ გვენცაძე
7 ივნისი, 2021, 20:45
ჩურჩხელა მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება

თბილისი (GBC) - ჩურჩხელა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი გახდება. ქართული  ტრადიციული  დესერტის დიდი პოტენციალზე  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო განყოფილების ეკონომისტმა ანდრი იარმაკი აცხადებს. 

East-Fruit-ი ინფორმაციით, ამით იარმაკი მსოფლიო თხილის ბაზარზე არსებულ კონკურენციას გამოეხმაურა.მისი თქმით, მზარდი გლობალური კონკურენციის საფრთხეებს საქართველო თხილის განდამზადებული პროდუქტებით უნდა ებრძოლოს ანუ პროდუქტებში გამოყენებულ თხილს დამატებითი ღირებულება მიენიჭოს და ასევე, უნდა განვითარდეს თხილის გადამუშავება. ექსპერტი ამის საუკეთესო საშუალებად ქართულ ჩურჩხელას ასახელებს.

„საკონდიტრო დარგში ქართული ტრადიციული ჩურჩხელა ჯანსაღი პროდუქტის კონცეფციას მთლიანად შეესაბამება და სწორი განვითარების პირობებში შესაძლოა, მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი და მოდური პროდუქტი გახდეს. მითუმეტეს, ევროპისა და აშშ-ს სუპერმარკეტების ქსელი სულ უფრო მეტ ჯანსაღ საკვებს ეძებს და მსოფლიოში ჯანსაღი კვების ტენდენცია მზარდია. საერთაშორისო დონეზე გეოგრაფიული სახელწოდებით დაცული პროდუქტის სახით, ჩურჩხელის სათანადო დარეგისტრირება და პოპულარიზაცია უნდ მოხდეს. ასე რომ, სრულებით შესაძლებელია ჩურჩხელის კარგად დაპიარება, რომ მსოფლიოში მოდური გახდეს და მასზე კარგი ფული კეთდებოდეს,“ - აცხადებს გაეროს ექსპერტი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები