| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს
ბანკის CEO-მ ახალი
ამბების გაზეთ და ვებ-გვერდ Newsweek-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბანკის განვითარების
ისტორიის და ქვეყნის ტრანფორმაციის გზაზე, საქართველოს ბანკის როლზე ისაუბრა.
მისი
განცხადებით, ქვეყნისთვის რთულ ეკონომიკურ პირობებშიც კი საქართველოს ბანკი ახალ შესაძლებლობებს
ხედავს საქართველოს ბიზნესებისა და შინამეურნეობებისათვის.
გაჩეჩილაძე
განსაკუთრებულ ზრდას ელის იმ მიმართულებებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბოლო
ერთი წლის განმავლობაში - ესენია, საცალო ვაჭრობა,
მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოები და აგრეთვე თვითდასაქმებული პირები.
გაჩეჩილაძე
საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის უფრო და უფრო მაღალ ზრდას ელის.
თავის
მხრივ ბანკი კი
შესანიშნავად პოზიციონირებულია,
რათა მხარი დაუჭიროს ეკონომიკის ზრდის შემდგომ ტალღას და მასთან ერთად, მხარი დაუჭიროს ინვესტორებს,
რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ისტორიაში.
„სანამ ვიცავთ თავისუფალ ვაჭრობას,
დაბალ გადასახადებსა და გამჭვირვალობას, საქართველო კვლავ მოიზიდავს პირდაპირ უცხოურ
ინვესტიციებს“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.
გაჩეჩილაძის ღრმა რწმენით, საქართველოს შეუძლია გახდეს ბაზა, იმისათვის რომ ბიზნესი, მრავალი მიმართულებით
აკეთოთ უფრო ფართე რეგიონისთვის.
საქართველოს
ბანკს 2.3 მლნ ინდივიდუალური საცალო და დაახლოებით,
233,000 ბიზნესმომხმარებელი ჰყავს.
Newsweek 80 წელზე მეტია მკითხველს ახალ ამბებს, ღრმა ანალიზს და სხვადასხვა მოსაზრებებს სთავაზობს საერთაშორისო მოვლენებზე, ტექნოლოგიებზე, ბიზნესზე, კულტურასა და სპორტზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss