ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სადაზღვევო სექტორს მოგება შეუმცირდა, აქტივები კი მილიარდ ლარს გადასცდა
7 ივნისი, 2021, 11:34
სადაზღვევო სექტორს მოგება შეუმცირდა, აქტივები კი მილიარდ ლარს გადასცდა

თბილისი (GBC) - სადაზღვევო სექტორს წმინდა მოგება შეუმცირდა. წლის პირველ კვარტალში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა ჯამში 13.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.1 მლნ ლარით - 22.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. სექტორის მთლიანი სადაზღვევო მოგება 41 მლნ ლარია, რაც წლიურად 0.5 მლნ ლარით შემცირებული მაჩვენებელია. კომპანიებმა სადაზღვევო საქმიანობიდან 233.2 მლნ ლარის პრემიის მოზიდვა შეძლეს, ნაცვლად გასული წლის 211.1 მლნ ლარისა.

გაზრდილია სექტორის აქტივები და ის მილიარდ ლარს გადასცდა.  

მოზიდული სადაზღვევო პრემიით შემდეგი კომპანიები ლიდერობენ:

ჯიპიაი - 51.2 მლნ ლარი (ზრდა 7.1%)

იმედი L – 39.6 მლნ ლარი (ზრდა 19.6%)

თიბისი - 27 მლნ ლარი (ზრდა 23.8%)

ალდაგი - 24.6 მლნ ლარი (ზრდა 30%)

არდი - 17.4 მლნ ლარი (კლება 5%)

ირაო - 11.7 მლნ ლარი (ზრდა 10.3%)

პსპ - 10.7 მლნ ლარი (ზრდა 2.8%)

ევროინსი - 9.3 მლნ ლარი (კლება 25.6%)

სადაზღვევო ჯგუფი - 8.9 მლნ ლარი (ზრდა 56.1%)

ნიუ ვიჟენ - 8.3 მლნ ლარი

მოზიდული პრემიის ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად სამედიცინო დაზღვევაზე მოდის. კერძოდ - 124.6 მლნ წლის 3 თვეში. მეორე ადგილზე სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაა - 41.3 მლნ. სიცოცხლის დაზღვევიდან კომპანიებმა 17 მლნ ლარი მოიზიდეს, ხოლო ქონების დაზღვევიდან 17.4 მლნ ლარი. სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან 10.8 მლნ ლარი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები