ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რას გვაძლევს UNWTO-ს წევრობა
4 ივნისი, 2021, 19:18
რას გვაძლევს UNWTO-ს წევრობა

თბილისი (GBC) - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ქმნის მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკას, შესაბამისად, იყო აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს არჩეული წევრი - ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევის კომენტირებისას.

საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა.  არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში,  ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 35 სახელმწიფოდან საქართველოს 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და  სწორ პოზიციონირებას. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით,  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა საქართველოს  მისცემს საჭირო ინსტრუმენტებს, რომ  სწრაფად და მდგრადად განავითაროს ტურიზმის ინდუსტრია პოსტკოვიდურ რეალობაში.

„ასევე საქართველოს უკვე ექნება შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური ტურიზმის სწრაფ აღდგენაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მაოდგილემ.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები