ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კოვზანაძე საბანკოს შემდეგ სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველს იბარებს
4 ივნისი, 2021, 16:28
კოვზანაძე საბანკოს შემდეგ სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველს იბარებს

თბილისი (GBC) - რეცესიისა და პანდემიის მიუხედავად, სადაზღვევო სექტორი 47.6 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა , რაც 89% ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2019 წელთან მოზიდული სადაზღვევო პრემია 6.8%-ით გაიზარდა (667,3 მილიონი ლარი) და ძირითადად ზრდა ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევის მიმართულებით არის “-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ დავით ონოფრიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სადაზღვევო ბაზრის გამოწვევებზე ისაუბრეს და პანდემიის გავლენა  შეაფასეს.  ბაზარი განვითარებისთვის სავალდებულო პაკეტების საჭიროებაზე აცხადებს, მათ შორის ავტომფლობელის პასუხისმგებლობის. შესაფასებელია კოვიდ დაზღვევის პაკეტის ეფექტურობა.

 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ``საჭიროა მოვიწვიოთ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც დეტალურად განვიხილავთ გასული წლის ანგარიშს``.


 სადაზღვევო ბაზარზე წარმოდგენილია 18 სადაზღვევო კომპანია ჯამურად 279,1 მილიონ ლარიანი კაპიტალით.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები