ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უკრაინა-საქართველოს კომისიის სხდომა სექტემბერში შედგება
3 ივნისი, 2021, 20:03
უკრაინა-საქართველოს კომისიის სხდომა სექტემბერში შედგება

თბილისი (GBC) - ნათია თურნავა უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრ მინისტრებს შეხვდა.ოლეგ ნემჩინოვსა და ოლეკსანდრ ტკაჩენკო, საქართველოში უკრაინის პრემიერის დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს სავაჭრო ურთიერთობების ზრდაზე, უკრაინული ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის, ენერგეტიკის, საბორნე და სარკინიგზო მიმოსვლის, ავიაციისა და სახმელეთო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ სექტემბერში, თბილისში საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო.

 

„წელს ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ ეს კომისია ჩავატაროთ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დაგროვდა, პირველ რიგში, ეს არის მზარდი ექსპორტი საქართველოდან უკრაინაში, ზოგადად მზარდი ვაჭრობა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ექსპორტი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი პროდუქტებისა და სამრეწველო პროდუქტების კვალობაზე. ასევე საუბარი შეეხო როგორ წავახალისოთ ორ ქვეყანას შორის შავი ზღვის პორტებით საბორნე მიმოსვლა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ლოგისტიკური კავშირი გვქონდეს ამ დერეფანში. უკრაინელები ჩვენი ტრადიციული პარტნიორები არიან და საჭიროა, გავზარდოთ მიმოსვლის სიხშირე და თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რათა მოვიზიდო უფრო მეტი უკრაინელი ტურისტი და უფრო მეტი უკრაინელი ინვესტორი საქართველოში. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს დასახული სამომავლოდ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 2021 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. 219 მლნ -მდე სავაჭრო ბრინვით (+25%Y.Y).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები