| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა
მელიქიძის განცხადებით, ამჟამად, არსებული გადმოსახედიდან, არცერთ სახელმწიფო
კომპანიის ბონდებში ინვესტირება არ ღირს, რადგან არ აქვთ საკმარისი ხარისხი.
მათ შორის, არც სახელმწიფო ელექტროსისტემაში, არც საქართველოს რკინიგზაში
...
როგორც იცით საქართველოს რკინიგზამ $500 მლნ-ის რეფინანსირებაზე განაცხადა (ბონდებს Fitch-ის ‘BB-‘ და S&P-ს ‘B+’ რეიტინგი ჰქონდა)
„მიჭირს პროგნოზი, თუ როდის მიაღწევენ კომპანიები იმ ნიშნულს, რომ ღირდეს
მათში ინვესტირება, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა დაველაპარაკოთ ბიზნესს
ინტენსიურად“, - აცხადებს მელიქიძე.
მისი თქმით, ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია, რიგი საკითხების გაცნობა, თუ რა მოთხოვნები და საინვესტიციო პოლიტიკა გააჩნიათ, სპეც-დეპოზიტარის შემდეგ ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყება, თუმცა ამ მიმართულებით, უფრო სექტემბრიდან გააქტიურდებიან.
საპენსიო აქტივები სრულად ლარშია და განთავსებულია ჯერ მხოლოდ კომერციულ ბანკებში, ეფექტური წლიური სარგებლით - 10.8%. საპენსიო აქტივები 1.4 მლრდ ლარს აღემატება, დარიცხული სარგებელი 150 მლნ ლარამდეა.
კომპანიების ბონდებში დაბანდებისთვის მზადება ჯერ კიდევ ივანე მაჭავარიანის ფინანსთა მინისტრობისას დაიწყო, როცა ინოვაციური პროექტი "მივადგეთ სახელმწიფო საწარმოებს" წარმოადგინა. ეკონომიკის მინისტრმა ახლახანს განაცხადა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" საბჭოს გადახალისებაზე, სახელმწიფო საწარმოს ფინასურად გაძლიერების მიზნით. არაორდინალური გამოსავალი გულისხმობს სუვერენული გარანტიების ჩამოცილებით, ფასიანი ქაღალდების ემიისიის პერსპექტივას.
სახელმწიფო კომპანიების ნაწილის კორპორატიზაციაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები მუშაობს.
გაიგე მეტი> http://gbc.ge/index.php?newsid=117539
http://gbc.ge/index.php?newsid=117541
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss