ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თიბისი კაპიტალის გამოშვებული ობლიგაციები ბირჟის 93%-ს იკავებს
მარიამ მინაძე
2 ივნისი, 2021, 17:35
თიბისი კაპიტალის გამოშვებული ობლიგაციები ბირჟის 93%-ს იკავებს

თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ (TBC PLC) 2020 წლის მდგრადობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჯგუფი კაპიტალის ბაზარზე და მის განვითარებაზე საუბრობს.

TBC PLC -ის განცხადებით, კაპიტალის ბაზრის განვითარება მთავარია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დღის წესრიგში და TBC PLC აქტიურად უწყობს ხელს არასაბანკო სექტორის განვითარებას საინვესტიციო-საბანკო მიმართულების, თიბისი კაპიტალის, საშუალებით.

როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერი, თიბისი კაპიტალი აქტიურ როლს ასრულებს საქართველოში კაპიტალის ბაზრების ინფრასტრუქტურული და სამართლებრივი ასპექტების განვითარებაში.

მათივე თქმით, 2020 წელს თიბისი კაპიტალმა შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია საქართველოს ბაზარზე გამოშვებული მთლიანი ობლიგაციების მხრივ.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მოთხოვნა საკმაოდ შეზღუდული იყო, მათ რამდენიმე ტრანზაქცია ჩაატარეს, მათ შორის იმყოფებოდნენ თიბისი ლიზინგის 70 მლნ ლარის ობლიგაციების ერთადერთი წამყვანი ორგანიზატორი, ასევე ორი კერძო განთავსებისთვის, რომელთა ჯამური თანხა იყო $25 მლნ.

თიბისი კაპიტალი, არაერთ წამყვან საერთაშორისო საინვესტიციო ბანკთან ერთად, ასრულებდა Georgian Global Utilities-ის მწვანე ობლიგაციის $250 მლნ-ის ოდენობით თანა-ორგანიზატორის როლს.

ეს იყო საქართველოს პირველი მწვანე ობლიგაციების გამოცემა, რომელიც დაილისტა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე.

შედეგად, ამ წლის განმავლობაში თიბისი კაპიტალის მიერ საჯაროდ გამოცემულმა ობლიგაციებმა 834 მლნ ლარი შეადგინა, რაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2020 წელს გამოშვებული და დალისტული ობლიგაციების მთლიანი მოცულობის 93% -ს შეადგენს.

მამუკა ხაზარაძემ დღეს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სებ-ის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობაში დაადანაშაულა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები