ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ხაზარაძე გვენეტაძეს - თქვენ გახდით პოლიტიკური დევნის ნაწილი
2 ივნისი, 2021, 15:01
ხაზარაძე გვენეტაძეს - თქვენ გახდით პოლიტიკური დევნის ნაწილი

თბილისი (GBC) - პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სებ-ის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე გამოსვლისას კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მამუკა ხაზარაძის დასმულ კითხვაზე, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, კობა გვენეტაძემ ბანკის ტრანზაქცია შეახსენა, რაზეც ხაზარაძემ ფულის გათეთრების საქმის წამოწყებაში კობა გვენეტაძე დაადანაშაულა.

„ინტერესთა კონფლიქტი თქვენ არ იცით რა არის და ეს ჩვენ დავინახეთ ადრე, ბანკის ტრანზაქციებში და ეხლაც ინტერესთა კონფლიქტი გაქვთ ბატონო მომუკა“, - მიმართა გვენეტაძემ.  

ხაზარაძის თქმით, ის და ბადი ჯაფარიძე შეგნებულად არ აპირებდნენ ამ საკითხზე საუბარს, იმიტომ რომ „თქვენ შეასრულეთ დავალება და პოლიტიკური დევნის ნაწილი გახდით“.

პასუხისმგებლობას ხაზარაძე მას როგორც დამოუკიდებელი სებ-ის პრეზიდენტსაც აკისრებს.

„არ გამოხვედით და საჯაროდ არ თქვით, რომ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს თქვენივე დეპარტამენტის მიერ შემოწმებული დოკუმენტები, 2008 წელი რაზეც გვედავებიან, 2009 და 2021-ც თუ გაინტერესებთ, ფულის გათეთრების დეპარტამენტის დასკვნა ... ერთხელ არ გამოსულხართ და არ დაგიცვიათ უბრალოდ ადამიანური მდგომარეობიდან გამომდინარე და სიმართლე გეთქვათ, რომ არანაირი ფულის გათეთრება იქ არ ყოფილა, იმიტომ რომ თქვენივე შემოწმება ამას ადასტურებს. თქვენივე თანამშრომლები სასამართლოში მიყვანილი, პროკურატურის კითხვებზე, აღმოაჩინეს თუ არა იქ რაიმე ნიშნები დანაშაულის, ან ფულის გათეთრების, პასუხი იყო  - არა“, - აცხადებს ხაზარაძე.

ხაზარაძე გვენეტაძისგან საჯარო გამოსვლას და იმის თქმას ელოდა, რომ სებ-ის კომპეტენციის ფარგლებში შემოწმებისა და დასკვნების საფუძველზე, არანაირი ფულის გათეთრება იქ არ იყო. „თქვენმა და ტქვენი თანამშრომლების სიჩუმემ 12 წლიან საქმეზე გაგვიშვა“.

ხაზარაძის თქმით, იმ ტრანზაქციაზე სებ-მა ბანკი დააჯარიმა, ბანკმა გადაიხადა თანხა და ამით დამთავრდა მათთან ურთიერთობა.

 „თქვენ ხართ პროკურატურის ნაწილი, ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის, გახარიას ნაწილი“, - მიმართავს ხაზარაძე გვენეტაძეს.

საპასუხოდ კი გვენეტაძემ ერთი, აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ფუნქცია არ არის, დაადგინოს მოხდა თუ არა ფულის გათეთრება, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებით, დიდი მოხსენება სესიაზეც ჰქონდა, რაც Youtube-შიცაა და სებ-ის ანგარიშშიცაა. 

ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად, პასუხის მოსმენის გარეშე დარბაზი დატოვა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები