ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ღია ბანკინგის სერვისები წელს სრულად დაიფარება
2 ივნისი, 2021, 13:16
ღია ბანკინგის სერვისები წელს სრულად დაიფარება

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე. ფინანსურ სექტორში ინოვაციების ტემპი სულ უფრო იზრდება. აღნიშნულის  გათვალიწინებით,  საქართველოს ეროვნული ბანკი სახვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს, რითაც ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას. აღნიშნულის კარგი მაგალითია ღია რეგულირების ჩარჩო, რეგულირების ლაბორატორია, ციფრული ბანკის ჩარჩო, სწრაფი გადახდები და ციფრული ლარის პროექტებზე ინტენსიური მუშაობა.

პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციურად ფინანსური მომსახურეობის მიღება. რეგულირების ლაბორატორიამ ინოვატორულ ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალება მისცა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე სახის გამოცნობის ტექნოლოგიები გამოეცადათ და ფინანსური მომსახურეობის გაწევისას გამოეყენებინათ. ასევე, დისტანციური ფინანსური სერვისების წახალისების მიზნით ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირებისათვის მზადყოფნა განაცხადა და ციფრული ბანკის ბიზნესს მოდელიდან და რისკებიდან გამომდინარე ბანკის ლიცენზირების პროცესის მოქნილობა გაზარდა. ტექნოლოგიებისა და კონკურენციის გაზრდის მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია  ღია ბანკინგის პროექტი. 2021 წლის მარტიდან, ღია ბანკინგის სერვისები ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდა. პირველ ეტაპზე ინფორმაციის მიმოცვლის სერვისი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის იფუნქციონირებს, ხოლო 2021 წლის ბოლომდე სერვისების ნაწილში ღია ბანკინგის სრულად დაფარვაა დაგეგმილი. ასევე მოსალოდნელია, რომ ამავე პერიოდისთვის პროექტი ხელმისაწვდომი არასაბანკო ინსტიტუტებისთვისაც გახდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები