| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რა შეცდომა დაუშვით ? პანდემიის გაურკველობაში სებ-ი არასდროს შემცდარა? საშუალოვადიანი პერიოდია 6 თვეა 9 თუ 12? რატომ არ გაამკაცრეთ წინა პერიოდში მონეტარული განაკვეთი თუ გასამკაცრებელი იყო ? შეცდომა იყო თუ წინასაარჩევნოდ მთავრობის მხრიდან წნეხი ხომ ? საპენსიო სესხი უზრუნველყოფილია თუ არაუზრუნველყოფილი ? - ქუჩიდან პარლამენტში ახლადშესულმა აღორძინებამ ადგილობრივი არჩევებისთვის კამპანია "კანონის და სამართლისგან" დამოუკიდებლად დაიწყო. ქუჩის ლექსიკით. გიორგი ვაშაძემ სებ-ის 2020-ის ანგარიშის წარდგენისას კობა გვენეტაძეს ჰკითხა, მას როგორ ჰგონია სებ-ის ყველაზე მაგარი პრეზიდენტია, ისე რა, თუ ცუდი?
5.5 მლნ პრემია რა დამსახურებისთვის გაეცით, როცა პენსიონერი სესხში ისევ 36% იხდის ? რატომ შეუქმენით ლიბერთის მონიპოლია? კონკურენცია რატომ მოსპეთ? რატომ იყო თქვენ გაპრეზიდენტებამდე კურსი $1/₾2.5 და რატომ არის ახლა 1$/3.26%.
საფინანსო- საბიუჯეტო კომიტიტის სხდომაზე სებ-ის პრეზიდენტს, სებ-ის ექსპრემიერ გიორგი გახარიას, ექსმინისტრის ვანო მაჭავარიანის და მინისტერების ნაცვლადაც უწევს პასუხის გაცემა. სებ-ის პრეზიდენტს კაპიტალის ბაზრის რეფორმის ჩავარდნაზეც მოსთხოვეს პასუხი. კობა გვენეტაძემ ბადრი ჯაფარიძეს (ლელო) უნდა უპასუხოს უნდა გადადგეს სებ-ის პრეზიდენტი თუ არა.
"სამომხმარებლო ფასებს ვერ აკონტეროლებთ. კაპიტალის ბაზარს რატომ ზედამხედველობთ? , - მამუკა ხაზარაძემ კითხვა-შეფასებაში აღნიშნა ინტერესთა კონფლიქტზე. მიაჩნია რომ, სებ-ი საბანკო ბაზრის პირდაპირი კონკურენტი - კაპიტალის ბაზრის ზედამხედველი არ უნდა იყოს. სებ-ის მხრიდან საბანკო სექტორის ლობისტობაზე მამუკა ხაზარაძეს "ბანკირობისას" არ უკითხავს. მისივე შეფასებით, კერძო სექტორი გვენეტაძის კვალიფიკაციის მაღალანაზღაურებად მენეჯერად დაქირავებას არასდროს განიხილავდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss