ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკებს ეკონომიკის დაკრედიტების საკმარისი რესურსი აქვს
2 ივნისი, 2021, 13:04
ბანკებს ეკონომიკის დაკრედიტების საკმარისი რესურსი აქვს

საქართველოს საბანკო სისტემა 2020 წლის ბოლოსათვის ბაზელ III-ზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოს ფარგლებში, COVID-19-თან დაკავშირებული საზედამხედველო ღონისძიებების გათვალისწინებით, კვლავაც კაპიტალის ადეკვატურ დონეს ინარჩუნებდა.

COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი საზედამხედველო ღონისძიებები გაატარა.

ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს[1]. სისტემური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით, ეროვნული ბანკი, ამ რისკების შემცირებისთვის, საპასუხო პოლიტიკას ატარებს, რითაც ფინანსური სისტემის მდგრადობის ზრდას უწყობს ხელს. გასულ პერიოდებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს COVID-19-ისგან მომდინარე სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა. ასევე, 2020 წელს საბანკო სისტემა პანდემიას აქტივების მდგრადი ხარისხით შეხვდა, რასაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების გატარებამ შეუწყო ხელი. გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა (LCR) და წმინდა სტაბილური დაფინანსების (NSFR) კოეფიციენტების დაწესებამ ბანკების დაფინანსების წყაროების მდგრადობა და ლიკვიდობის ბუფერის სოლიდურობა განაპირობა. დამატებით, 2020 წელს, იმისათვის, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებული მსესხებლების ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არ შეზღუდულიყო და მათი ლიკვიდობის მოკლევადიანი გამოწვევები გადახდისუნარიანობის გრძელვადიან პრობლემებში არ გადაზრდილიყო, ეროვნულმა ბანკმა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტები გააფართოვა, ხოლო, შემუშავებული საზედამხედველო გეგმის ფარგლებში, ბანკების კაპიტალის ბუფერების ნაწილი გამოთავისუფლდა. აღნიშნული ღონისძიებები თანხვედრაშია Covid-19 შოკის საპასუხოდ სხვა ცენტრალური ბანკების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან და ისტორიული შოკების გამოცდილებით, დღეს უკვე აუცილებელ ანტიკრიზისულ ზომებად მიიჩნევა. პანდემიის შედეგად, უმოქმედო სესხების წილი გაიზარდა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა შესაძლო დანაკარგებისთვის რეზერვები წინმსწრებად შექმნეს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სისტემა პანდემიას მდგრადი მდგომარეობით შეხვდა და საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გააგრძელოს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები