ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC-ის აქციებზე ფასის მატებისთანავე, ქურდიანმა £0.5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
მარიამ მინაძე
1 ივნისი, 2021, 17:45
TBC-ის აქციებზე ფასის მატებისთანავე, ქურდიანმა £0.5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

თბილისი (GBC) -  TBC-ის დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი TBCG-ის აქციებზე ფასის მატების პარალელურად, შემოსავლის გენერირებას აქტიურად ახორციელებს.

მან 28 მაისს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, თავისი კუთვნილი  9,377 ჩვეულებრივი აქცია გაყიდა (ნომინალური ღირებულებით £0.01).

აქციების გაყიდვის საშუალო ფასმა £11.67 შეადგინა, რითიც ქურდიანმა ჯამში £109,473 შემოსავალი მიიღო.

მან 20,000 აქცია 27 მაისსაც გაყიდა, როცა საშუალო ფასი £11.3 იყო და რითიც მან £226,035 შემოსავალი მიიღო.

იქამდე კიდევ 24-ში 5,000 ცალი £11.16-ად, რითიც £55,800-ის შემოსავალი მიიღო.

ქურდიანმა აქციები 18 მაისსაც გაყიდა (8,163), როცა საშუალო ფასმა £11.04 შეადგინა. ტრანზაქციით ქურდიანმა £90,131-ის შემოსავალი მიიღო.

ნიკა ქურდიანს 19-ში სახელფასო აქციებიც გადაეცა 11,914 ცალი, რომლის გამოყენების უფლებაც 50%-ის ერთი წლის შემდეგ, დარჩენილი 50%-ის კი 2 წლის შემდეგ ექნება.

28-ში ქურდიანთან ერთად, თავისი აქციებიც თორნიკე გოგიჩაიშვილმაც, TBC-ის გენერალური დირექტორის მოადგილემაც გაყიდა. მან 3,311 აქცია  საშუალო ფასით, £11.54-ად გაყიდა და £38,209 შემოსავალი მიიღო.

ცნობისთვის, პარასკევის სავაჭრო სესიასე, TBCG-ის აქციები £11.6-ზე დაიხურა, რაც w.w 8.4%-ითაა გაზრდილი. ჯამში, გასულ კვირას, LSE-ზე 315.7 ათასი ცალი TBCG-ის აქცია ივაჭრა.  

კომპანიის აქციების ფასის დღევანდელი რეინჯი კი £11.44-11.7-ია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები