| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში მობილური კომპანიების ARPU (თითო აბონენტისგან მიღებული შემოსავალი) არ გაზრდილა. კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში ერთი აბონენტისგან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა (დღგ-ს გარეშე) 8.613 ლარი შეადგინა. რაც წინა წლის (2019) ანალოგიურია. ეს კი მაშინ როცა კომპანიების შემოსავლები თითო აბონენტისგან 2015 წლის შემდეგ მუდმივად იზრდებოდა. 2010 წელს APRU 10 ლარს აღემატებოდა, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში ის მნიშვნელოვნად შემცირდა და 2015 წელს 5.9 ლარამდე ჩამოვიდა, რის შემდეგაც მუდმივ ზრდას აჩვენებდა 2020 წლამდე.
ოპერატორების ჭრილში 2020 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ARPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „მაგთიკომს“ აქვს, შემდეგ - „სილქნეტს“, ხოლო მობილურ კავშირზე ყველაზე მცირე თანხას „ვიონი საქართველოს“ აბონენტები ხარჯავენ. ამასთან, „მაგთიკომის“ და შემდეგ „სილქნეტის“ მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია, ხოლო „ვიონი საქართველოსი“ - შემცირებული.
2020 წელს იურიდიული პირი აბონენტების ARPU-ს მაჩვენებელი გაზრდილია და აღემატება ფიზიკური პირი აბონენტების ARPU-ს მაჩვენებელს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss