ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
1Q-ში BP-მ საქართველოში სოციალურ პროექტებში $0.2 მლნ დახარჯა
მარიამ მინაძე
31 მაისი, 2021, 17:55
1Q-ში BP-მ საქართველოში სოციალურ პროექტებში $0.2 მლნ დახარჯა

თბილისი (GBC) - 1Q21-ში BP-მ და პარტნიორებმა, რომლებიც იმ ერთობლივი საწარმოების აქციონერები არიან, რომელთა ოპერატორიც BP-, საქართველოში განხორციელებულ სოციალურ პროგრამებში და პროექტებში დაახლოებით $0.2 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელეს.

BP-ს   ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენების გასწვრივ მცხოვრებ თემეში მიმდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის პროგრამა, უკვე მე-6 ფაზაშია და 98 ადგილობრივ თემში მუშაობს.

მე-6 ფაზის ბიუჯეტი დაახლოებით $1.6 მლნ-ია. მისი განხორციელება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.

პროგრამის ფარგლებში 1Q21-ში განხორციელდა 11 ინფრასქრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი; დამატებით, გეგმის გარეშე 450 ხე დაირგა ინფრასტრუქტურის პროექტების ტერიტორიის გამწვანების მიზნით; 14,100- მა ოჯახმა მიიღი სარგებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებიდან; დაფინანსდა 10 ბიზნეს წამოწყების და 5 ბიზნესის შემდგომი განვითარების განაცხადები, რომლებმაც 10 ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს; ასევე, 77-მა ფერმერმა მიიღო მანაწილეობა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის და გლობალური დათბობის შესახებ ცნობიერების გაზრდის სესიებში.

ამჟამად, მესამე ფაზაშია და 131 თემში მუშაობს BP- მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მცხოვრებ თემეში.

მე-3 ფაზის ბიუჯეტი დაახლოებით $0.7 მლნ-ია. მისი განხორციელება 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.

პროგრამის ფარგლებში პირველ კვარტალში დაფინანსდა 32 ბიზნესის წამოწყების და 3 ბიზნესის შემდგომი განვითარების განაცხადები, რომელმაც 32 ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს; 26-მა ფერმერმა კი მანაწილეობა მიიღო კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის და გლობალური დათბობის შესახებ ცნობიერების ამაღლების სესიებში.

BP ასევე საქართველოში პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია  და ამჟამად სამი პარალიმპიელი ელჩი სპორტსმენი ჰყავს. მიმდინარეობს მზადება ტოკიოს 2021 წლის პარალიმპიადისთვის.

ამავე დროს, BP განაგრძობს ინგლისური ენის სწავლებას ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის. წელს 60 ჟურნალისტი სწავლობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ უშუალოდ ჟურნალისტებისთვის შერჩეული პროგრამით.

1Q21-ში კომპანიაში 413 საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული. BP საქართველოს თანამშრომლების 99%-ზე მეტი კი საქართველოს მოქალაქეა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები