ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
შაჰ-დენიზმა 1Q21-ში 5.1 მლრდ მ3 გაზი აწარმოა
მარიამ მინაძე
31 მაისი, 2021, 17:33
შაჰ-დენიზმა 1Q21-ში 5.1 მლრდ მ3 გაზი აწარმოა

თბილისი (GBC) – 1Q21 - ში შაჰ-დენიზის საოპერაციო დანახარჯმა $688 მლნ-ზე მეტი შეადგინა, ხოლო კაპიტალური დანახარჯი $181 მლნ-ს აღემატებოდა, მათ შორის უმეტესი კი შაჰ-დენიზ 2-ის პროექტთან იყო დაკავშირებული.

იმავე პერიოდში  შაჰ-დენიზის საბადომ განაგრძო გაზის მიწოდება აზერბაიჯანში (სოკარისთვის), საქართველოში (საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციისთვის და სოკარისთვის), თურქეთში (ბოტაშისთვის) და კომპანია BTC-სთვის სხვადასხვა ლოკაციებზე.

2020 წლის 31 დეკემბერს დაწყებული გაზის მიწოდება ევროპელი მყიდველებისთვის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა.

სამ თვეში საბადომ აწარმოა ჯამში 5.1 მლრდ სტანდარტულ კუბურ მეტრზე მეტი გაზი და დაახლოებით 1 მლნ ტონა (7.8 მლნ ბარელი) კონდენსატი შაჰ-დენიზის და შაჰ-დენიზ ბრავოს პლატფორმებიდან.

შაჰ-დენიზის გაზის არსებული მოწყობილობების საწარმოო სიმძლავრე ამჟამად დღეში 58 მლნ სტანდარტულ მ3-ზე მეტია, რაც დღეში 21 მლრდ მ3-ს აღემატება.

BP-ს ინფორმაციით, 1Q21-ში შაჰ-დენიზ 2-ის პროექტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა ღრმაწყლების აღმოსავლეთ სამხრეთის გვერდიდან (540 სიღრმეზე) წარმოების დაწყების წინსვლის საქმეში, რაც 2021 წლის მეორე კვარტალშია დაგეგმილი. მისი განხორციელება მოხდება მასთან დაკავშირებული საზღვაო მშენებლობის და ექსპლუატაციაში შეყვანის სამუშაოების დასრულების შემდეგ, რაც კომპანიის თქმით, წარმატებით მიმდინარეობს, რათა დაცული იქნას წარმოების დაწყების გრაფიკი.

1Q21-ის განმავლობაში, შაჰ-დენიზის ალფა პლატფორმის საბურღი დანადგარი სრული დატვირთვისთვის მზადყოფნის რეჟიმში მუშაობდა.

ნახევრადჩაძირული საბურღი დანადგარის საშუალებით დასრულდა შაჰ-დენიზ-F03-ის ზღვისქვეშა სამუშაოები და დაიწყო შაჰ-დენიზ-F04-ის დასრულების სამუშაოები. მაერსკ ექპლორერმა შეასრულა შაჰ-დენიზ-H03-ის ქვედა სექციის ბურღვითი სამუშაოები საბოლოო სიღრმემდე და ჭაბურღილი დროებით შეაჩერა.

ზემოთხსენებული საბურღი დანადგარების საშუალებით საერთო ჯამში 21 ჭაბურღილის ბურღვა დასრულდა და აქედან 17 შაჰ-დენიზ 2-ის წარმოებისთვის და წარმოების შემდგომი ზრდისთვის განხორციელდა. დასრულებულ ჭაბურღილებში შედის ოთხი ჭაბურღილი ჩრდილოეთის ფლანგზე, ოთხი დასავლეთის, ოთხი აღმოსავლეთ-სამხრეთის, სამი დასავლეთ-სამხრეთის და ორი აღმოსავლეთ-ჩრდილოეთის ფლანგებზე. ორი ჭაბურღილი დასავლეთ-სამხრეთის ფლანგზე, ერთი ჩრდილოეთის და ერთი აღმოსავლეთ-ჩრდილოეთის ფლანგებზე საბოლოო სიღრმემდე გაიბურღა და დროებით შეჩერდა. ბურღვის სამუშაოები გაგრძელდება ყველა ჭაბურღილის დასასრულებლად, რაც BP-ს განცხადებით, წარმოების ზრდისთვის და წარმოების სტაბილური დონის მისაღწევად არის საჭირო.

Shah Deniz-ის წილობრივი მონაწილეობაა - bp (operator – 28.8%), TPAO (19%), AzSD (10.%), SGC Upstream (6.7%), PETRONAS (15.5%), LUKOIL (10%) და NICO (10%).

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები