| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 1Q21-ში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) საქმიანობის ფარგლებში მათი საოპერაციო დანახარჯი $41 მლნ-ზე მეტი იყო, კაპიტალური დანახარჯი კი $6 მლნ-ს აღემატებოდა.
1768კმ სიგრძის მქონე მილსადენმა BTC-მ 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 1Q21-ის ბოლომდე ჯამში 3.62 მლრდ ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა, 4,729 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე.
საანგარიშო პერიოდში, დაახლოებით 51 მლნ ბარელი (6.7 მლნ ტონაზე მეტი) BTC-ს მიერ ექპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე, 70 ტანკერში ჩაიტვირთა.
BTC ამჟამად ძირითადად აზერი-ჩირაგ-გუნაშლის (ACG) ნედლ ნავთობს და შაჰ-დენიზის კონდენსატს ატარებს აზერბაიჯანიდან. დამატებით, BTC-ის საშუალებით, ნედლი ნავთობის და კონდენსატის სხვა მოცულობებიც გადის, მათ შორის თურქმენეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.
1Q21-სთვის The BTC Co.-ს აქციონერები
არიან: bp
(30.1%); AzBTC (25%); MOL (8.9%); Equinor (8.71%); TPAO (6.53%); Eni (5%);
Total (5%), ITOCHU (3.4%); INPEX (2.5%), ExxonMobil (2.5%) და ONGC (BTC) Limited (2.36%).
1Q21-ში მთლიანად ACG-მ საშუალოდ დღეში 484,000 ბარელი ნავთობი აწარმოა. (ჯამში 44 მლნ ბარელი ანუ 6 მლნ ტონა) ჩირაგის (30,000 ბ/დ), ცენტრალური აზერის (112,000 ბ/დ), დასავლეთ აზერის (130,000 ბ/დ), აღმოსავლეთ აზერის (79,000 ბ/დ), გუნეშლის ღრმაწყლის (89,000 ბ/დ) და დასავლეთ ჩირაგის (44,000 ბ/დ) პლატფორმებიდან.
ბიპი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედი ACG-ის წარმოების განაწილების ხელშეკრულების ოპერატორია მისი კონტრაქტორი მხარეების სახელით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss