| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – რესტორნებს შაბათ-კვირის რეგულაციების მოხსნა ამ შაბათ-კვირას არ მოუწია. სტუმრების გამასპინძლებას 5-6 ივნისს შეეძლებენ. სესხების დამოუკიდებლად გასტუმრებას კი ჯერ ვერა.
ბანკების ინფორმაციით, პრობლემურ პორტფელში, ძირითადად, ლოქდაუნში ხანგრძლივი ვადით აღმოჩენილი ჰორეკა სექტორზე გაცემული სესხებია. 1 მაისისთვის პრობლემური კრედიტების წილი 8.2%-მდეა გაზრდილი.
იანვარ-აპრილის სებ-ის სტატისტიკით, სასტუმრო-სარესტორნე ბიზნესის დაკრედიტების მოცულობა 2.2 მლრდ ლარს შეადგენს და „აწარმოე საქართველოს“ მონაცემებით, სესხის %-ის თანადაფინანსებისთვის, 4 ნაკადიან პროგრამაში (2020-ის დეკემბრიდან) 55 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. მათ შორის რესტორნებისთვის, დეკემბერ/თებერვლის I, II ნაკადზე (04/12/2020 -14/12/2020; 08/02/2021-05.03.2021) 9 მლნ ლარზე მეტი (834 სესხი) და 45.7 მლნ ლარი (700 სესხი) სასტუმროებისთვის, რომლებიც 2020-ის აპრილ-ივლიში და სექტემბრ-ნოემბერში, პროგრამაში, I,II,III,IV ნაკადად ჩაერთნენ. სავალუტო სესხების სუბსიდია 4 მლნ აშშ დოლარი და 5 მლნ ევროა.
იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობაში
(19.7 მლრდ) 1 მაისისთვის, 2 2 მლნ ლარის პორტფელით, ჰორეკა 11.2 %-ით არის წარმოდგენილი (Q3/2020 –
10.9%).
----დარგი--- 01.05.2021
Q3/2020
₾ მლრდ ₾ მლრდ
მრეწველობა 4.741 4.4
ვაჭრობა 3.949 3.5
მშენებლობა 2.750 2.3
ჰორეკა 2.196 1.9
წყარო: სებ-ი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss