ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Zrda-მ 4 კოლეჯის დასახმარებლად $70,000 გამოყო
28 მაისი, 2021, 18:43
Zrda-მ 4 კოლეჯის დასახმარებლად $70,000 გამოყო

თბილისი (GBC) - USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, Zrda-ს ხელმძღვანელთან ქეთევან ჭუმბურიძესთან ერთად, 4 რეგიონულ, ახალციხის, გორის, კაჭრეთის და ზუგდიდის, პროფესიულ კოლეჯებს, „რეგიონული ტურ-გიდების პროგრამისთვის“ ინვენტარი გადასცა.

Zrda-ს, მარნეულისა და კასპის კოლეჯებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ასევე ტურ-გიდების პროგრამის“ შემუშავებას და ინვენტარის გულისხმობს, რაც სამომავლოდ ქვეყანაში ტურიზმის მდგრად განვითარებას და სექტორში დასაქმებას შეუწყობს ხელს.

2019 წლის ივნისში, Zrda-მ მემორანდუმი 4 რეგიონის კოლეჯებთან გააფორმა (კაჭრეთის  „აისი“; გორის  „განთიადი“; ახალციხის „ოპიზარი“; შოთა მესხიას სახ.უგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი). 

სულ, Zrda-მ $70,000-ის დაფინანსება გამოყო და შემდეგ დამატებით $20,000., რომ გადაეცა (კარვები, საძილე ტომრები, ლაშქრობისათვის საჭირო ჯოხები, ზურგჩანთები, ბინოკლები, საკემპინგე ჭურჭელი, თერმოსები, საწვიმრები, თერმო-ჩანთები, GPS ნავიგაციის მოწყობილობები, საკემპინკე ღუმელები, გასაშლელი მაგიდები სკამებით და ა.შ) ასევე გადასცა აუდიტორიის მოსაწყობად საჭირო ინვენტარიც (კომპიუტერები, მაგიდები, პროექტორი და ეკრანები, ციფრული კამერები, წიგნები, რუკები და ატლასები).

 Zrda  სამიზნე რეგიონში მდებარე მარნეულისა და კასპის პროფესიულ სასწავლებლებს ანალოგიურ დახმარებას გაუწევს. მემორანდუმს გააფორმებს და დამატებით $15,000 -ის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რომ საპილოტე პროგრამების ავტორიზაციის პროცესში დაეხმაროს. ასევე, გეგმავს მარნეულის კოლეჯს მოუწყოს (200 კვ.მ) სადემონსტრაციო სათბური, თავად კოლეჯის ტერიტორიაზე, სოფლის მეურნეობის პროგრამის სტუდენტებისთვის.

რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად Zrda ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები