ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი BSCEE-ს ჯგუფის 2022 წლის თავმჯდომარე გახდა
28 მაისი, 2021, 18:12
სებ-ი BSCEE-ს ჯგუფის 2022 წლის თავმჯდომარე გახდა
თბილისი (GBC) - 2021 წლის 27-28 მაისის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe - BSCEE) ყოველწლიურ კონფერენციაზე 2022 წლის თავმჯდომარე ქვეყნად საქართველო აირჩიეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციას 2021 წლის 16 დეკემბრიდან დაიკავებს. 2022 წელს BSCEE ჯგუფის კონფერენცია თბილისში გაიმართება.


საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა წლევანდელ კონფერენციაზე მომხსენებლად იყო მიწვეული. მონაწილეებს პაპუნა ლეჟავამ  პანდემიის პირობებში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. ვიცე-პრეზიდენტის საპრეზენტაციო თემა - პოსტპანდემიურ პერიოდში საზედამხედველო პრიორიტეტები იყო.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ზომები გაატარა ეროვნულმა ბანკმა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ და რა უნდა იყოს პოსტპანდემიური პერიოდის საზედამხედველო პრიორიტეტები.

"კოვიდპანდემია უპრეცედენტო გამოწვევა იყო და მისი ზეგავლენა ჯერ არ დასრულებულა. ამ გამოწვევებმა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალება მოგვცა: კრიზისადმი მუდმივი მზადყოფნა ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა; პანდემიამ ფინტექის როლის ზრდასა და განვითარებას ხელი შეუწყო - თუ აქამდე ფინტექის განვითარების უპირატესობას ფინანსური მომსახურების განვითარებაში, ინოვაციებისა და კონკურენციის ზრდაში ვხედავდით, პანდემიამ მისი ფინანსურ სტაბილურობის ხელშეწყობის შესაძლებლობაც დაგვანახა", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

BSCEE 25 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ჯგუფში შემავალი ქვეყნების საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები