ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბექაურმა ₾33 300, ნარმანიამ ₾45 000 პრემია მიიღო
28 მაისი, 2021, 16:04
ბექაურმა ₾33 300, ნარმანიამ ₾45 000 პრემია მიიღო

თბილისი (GBC) - 2020 წელს, ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5,5 მილიონი ლარი დახარჯა. IDFI-ის მონაცემებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა  კომისიამ ამ მიზნი3 მილიონი ლარი დახარჯა.

სახელფასო დანამატის სახით  2020 წელს საქართველოს პროკურატურამ  3,5 მილიონი ლარი დახარჯა. სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა -2,3 მილიონი ლარი.

 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით მიიღო სულ 218,176 ლარი.   კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა 2020 წელს ჯამში 128 208 ლარი, ხოლო ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯამში 94 760 ლარი;

2020 წელს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სხვა დამოუკიდებელ უწყებებში ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი არაერთგვაროვნად აისახა სხვადასხვა უწყების სახელფასო პოლიტიკაზე.  IDFI-ის კვლევაში განხილული საჯარო დაწესებულებების მაგალითზე, განსაკუთრებულ პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს იმ უწყებების სახელფასო პოლიტიკა, რომლებზეც არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მოქმედება. 

"მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების მიერ 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ინსტიტუტი მიიჩნევს რომ,  ასეთი მონაცემების დაფარვის მიზეზი შესაძლებელია განპირობებული იყოს საზოგადოებრივი უკმაყოფილებისგან თავის არიდების სურვილით.  შესაბამისად, ამ უწყებების მიერ 2020 წელს გაცემული ფულადი ჯილდოების (პრემიები) და სახელფასო დანამატების შესახებ  დაფარული მონაცემები შესაძლებელია მნიშვნელოვნად ცვლიდეს კვლევაში მოყვანილ მაჩვენებლებს და ტენდენციებს", - განმარტავენ არასამთავრობოში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები